Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.70 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

5.70 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

გუშინ სამწუხაროდ არ გამართლდა ჩვენი პროგნოზი და დღეს უფრო მეტი მოტივაციით მოვინდომებთ, რომ გამწვანდეს ხუთშაბათის ბილეთი. 

 

დავიწყოთ ავსტრიის ბუნდესლიგიდან, სადაც ჰარტბერგი ვოლფსბერგერს უმასპინძლებს. გუშინ ავსტრიაში ორივე მატჩი მეტი გოლი და მეტი კუთხური წამოვიდა და დღეს ინტუიციით არ ვრისკავთ ჰარტბერგი-ვოლფსბერგერში არცერთ პოზიციას.

 

მითუმეტეს, მეტ გოლს დაბალი კუში აქვს, ხოლო კუთხურები მაინცდამაინც არ მოდის ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში.

 

დღევანდელ მატჩში შევარჩიეთ კარისკენ დარტყმები, რაც ურთიერთდაპირისპირებებში მრავლადაა.

 

კარისკენ დარტყმების სტატისტიკა ურთიერთშეხვედრებში:

 

#1 თამაში - 26 დარტყმა

#2 თამაში - 31 დარტყმა

#3 თამაში - 30 დარტყმა

#4 თამაში - 38 დარტყმა

#5 თამაში - 31 დარტყმა

 

ჰარტბერგი - ვოლფსბერგერი

 

დარტყმების რაოდენობა 25.5 - მეტი (1.50)


 

გადავინაცვლოდ იტალიაში. დღეს ატალანტა ნაპოლის მიიღებს სახლში. ამ მატჩში მეტ გოლს ვფიქრობთ, რადგან ატალანტა ძალიან მეტისტია და არც ნაპოლი აკლებს გოლების გატანას. 

 

სატურნირო ცხრილს თუ ჩავხედავთ ატალანტას თითქმის განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზური. ნეაპოლელები კი ევროპა ლიგის ზონაში არიან, მაგრამ მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ მილანს.

 

მართალია ბერგამოელებს აუცილებლად არ სჭირდებათ მოგება, მაგრამ ატალანტა წელს ლამაზ, ლაღ ფეხბურთს თამაშობს და არაა გამორიცხული, რომ გოლები გაიტანონ. მათი ბურთების შეფარდება 80:39-ზეა, საოცარი შედეგია. 28 ჩატარებული მატჩიდან 24 შემთხვევაში მეტი ბურთი დასვეს და საშუალოდ ატალანტას მატჩებში 4.3 გოლი გადის. 

 

აი ნაპოლი კი სავარაუდოდ შეუტევს და იმედია ნეაპოლელებიც მაოხერხებენ გოლების გატანას. 

 

უკანასკნელ 3 ურთიერთშეხვედრაში 10 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 3.3 გამოდის. ფაქტობრივად მას შემდეგ, რაც ატალანტა ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა.

 

ატალანტა - ნაპოლი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.49)


 

შემდეგი პოზიცია სეგუნდა დივიზიონიდან გვაქვს, სადაც ალბასეტე ალკორონს უმასპინძლებს. 

 

ალკორონი ექვსეულისთვის იბრძვის, ხოლო ალბასეტე ლა ლიგა 2-ში დარჩენისთვის, ამიტომ დაძაბულ შეხვედრას ველოდებით და იმედია ყვითლებიც მრავლად იქნება.

 

ურთიერთშეხვედრებში ბარათების სტატისტიკა:

 

#1 თამაში - 6 ყვითელი

#2 თამაში - 14 ყვითელი

#3 თამაში - 5 ყვითელი

#4 თამაში - 10 ყვითელი

#5 თამაში - 6 ყვითელი

 

მსაჯი ვიქტორ არესესია, რომელმაც შიდა ჩემპიონატებში, უკანასკნელ 9 თამაშში 4 წითელი და 60 ყვითელი ამოიღო. რაც საშუალოდ 2.25 წითელი ბარათი და 6.66 ყვითელი ბარათია.

 

ალბასეტე - ალკორონი 

 

ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.70)


 

ბოლო პოზიცია შვეიცარიიდან გვაქვს. სიონი ლუცერნს უმასპინძლებს. ლუცერნი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ადგილისთვის თეორიულად იბრძვის, ხოლო სიონი გასავრდნ ზონაშია, მაგრამ რეალურ შანსებს ინარჩუნებს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. 

 

ამ მატჩში კუთხურებს ვფიქრობთ, სტატისტიკა:

 

#1 თამაში - 11 კუთხური

#2 თამაში - 10 კუთხური 

#3 თამაში - 15 კუთხური

#4 თამაში - 10 კუთხური

#5 თამაში - 6 კუთხური

#6 თამაში - 16 კუთხური

#7 თამაში - 11 კუთხური

#8 თამაში - 11 კუთხური

 

სიონი - ლუცერნი

 

კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.50)


 

დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია გამწვანდება ბილეთი!

 

გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ