Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

3.31 კოეფიციენტი ორშაბათის მატჩებზე

3.31 კოეფიციენტი ორშაბათის მატჩებზე

დაგიბრუნდით მეგობრებო, ტრადიცულად და გვსურს შემოგთავაზოთ ჩვენი აზრი დღევანდელ მატჩებზე.

 

პირდაპირ საქმეზე.

 

მანჩესტერ იუნაიტედი საუთჰემპტონს უმასპინძლებს და გვგონია, რომ 14-ჯერ მაინც დაურტყავენ წმინდანების კარს. 

 

ჩელსიმ და ლესტერმა წააგეს თავიანთი შეხვედრები (ვერ ვიტყვი გამიკივრდაო) და ეშმაკებს შანსი აქვთ, რომ დღეს მესამე ადგილზე გადავიდნენ, ამიტომ უნდა შეუტიონ და შეუტიონ. 

 

სოტონის სეზონი მორჩა. ვერც 6 გუნდში მოხვდებიან და ვერც გავარდებიან, უმოტივაციოდ არიან და სავარაუდოდ დაუთმობენ ბურთს და მოედანს. 

 

1-იანის დაწერას აზრი არ აქვს კოეფიციენტის გამო. რას მოვესწარით მანჩესტერის გულშემატკივრები. თან, რადგანაც ეშმაკების კონკურენტებმა წააგეს, მაგრად მეეჭვება ერთიანიც, ზოგადად სოტონთან უჭირთ თამაში. 

 

ამიტომ ლოგიკურია მანჩესტერის 14 დარტყმა.

 

ოლეს და მანჩესტერელებს მონატრებული აქვთ ლამაზი ფეხბურთი, ამიტომ იმედია, 4 გოლი რომც გაიტანონ მაინც შეუტევენ. 

 

მანჩესტერი - საუთჰემპტონი

 

პირველი გუნდის დარტყმების რაოდენობა 13.5 - მეტი (1.50)


 

შემდეგი პოზიცია გრანადა-რეალიდან გვაქვს. მადრიდელებს აუცილებლად მოსაგები აქვთ და ფრთხილები გავლენ მოედანზე, ხოლო თავის მხრივ გრანადასაც უნდა ქულები, რადგან შანსი აქვთ, რომ ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროთასებზე. შეიძლება წინა საუკუნეში მიაღწიეს მსგავსს, მაგრამ დღეს სხვა მომენტია.

 

მსაჯი სანტიაგო ლატრეა, რომელიც საშუალოდ 26.07-ჯერ აჩერებს მატჩს წესების დარღვევის გამო.

 

ამიტომ ლოგიკურია ჯარიმების აღება.

 

გრანადა - რეალი

 

ჯარიმების რაოდენობა 25.5 - მეტი (1.48)


 

ბოლო პოზიცია კი ალავესი ხეტაფედან გვაქვს. ორივე გუნდს მოგება სჭირდება. დიდი ბრძოლა გველის წინ. თან ხეტაფე ყველაზე უხეში გუნდია ესპანეთში და ამიტომ ვფიქრობთ ბარათებს ჯიუტად.

 

შეიძლება სულ ვამბობთ, რომ ესპენალი მსაჯები ბოლო დროს აღარ იღებენ ყვითლებს, მაგრამ რა ვქნათ, ძალიან ჩანს ბარათები.

 

მსაჯი, ამ სეზონში, ჩემი ფავორიტი პაბლო ფუერტესია, რომელიც საშუალოდ მატჩში 5.94 ყვითელს იღებს და 32.41-ჯერ აჯარიმებს ფეხბურთელებს. 

 

ურთიერთშეხვედრებში, ბოლო 5 მატჩში 24 ყვითელი ამოვიდა, რაც საშუალოდ 4.8 არის, მაგრამ დღეს დაძაბული შეხვედრას ველოდებით, თან მსაჯის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, ამიტომ ველოდებით ბარათებს.

 

ალავესი - ხეტაფე

 

ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.49)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. ბოდიშს გიხდით რომ მეტი თამაში ვერ ავარჩიეთ. დაგვიკომენტარეთ თქვენი აზრი, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.

 

გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ