Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

Paddy Power-მა ჰომოფობიური განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა

Paddy Power-მა ჰომოფობიური განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა

ირლანიურმა სპორტსბუქ კომპანიამ, Paddy Power-მა ჰომოფობიური განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა. 

 

საქმე იმაშია, რომ ყოველ კვირას, ცენტრალური მატჩის შემდეგ Paddy Power-ი ავრცელებს სახუმარო ვიდეოებს, სადაც გადაღებულია კლუბის ფანების სასაცილო კომენტარები.

 

1 აგვისტოს, FA-ს თასის ფინალის შემდეგ, არსენალის და ჩელსის გულშემატკივრების ვიდეოში ერთერთი ფანი ამბობს ტერმინს “Rent Boys”, რაც ქართულად ახალგაზრდა მამაკაც მეძავს ნიშნავს.

 

ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრებს ალბათ არაერთხელ გაგვიგია ეს ჟარგონი, რომელიც ბრიტანეთში ძალიან ცნობილია. Rent Boys-ს ძირითადად ხმარობენ ჩელსის მოწინააღმდეგე გუნდის ფანები ლონდონელების დასაცინად: “Chelsea are Rent boys everywhere they go”. 

 

სწორედ ეს დამცინავი ტერმინი გაჟღერდა Paddy Power-ის ვიდეოში და შეირაცხა ჰომოფობიურ განცხადებად, რის გამოც დუბლინში მდებარე კომპანიას ბოდიშის მოხდა მოუწია. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ