დღეს ცოტა თამაში გვაქვს და დიდი არჩევანი არაა, მაგრამ მაინც შევარჩიეთ ოთხი პოზიცია და გამოვიყვანეთ 5-მდე კოეფიციენტი, რომელზეც, ჩვენი აზრით, ღირს ფსონის გაკეთება.
დავიწყოთ ალბათ ყველაზე ცნობილით, ჰოლანდიის ერსტე დივიზიონით, სადაც გრააფსხაპი დენ ბოშს უმასპინძლებს.
არ ვიქნებით ორგინალურები და გეტყვით, რომ ამ მატჩში მეტ გოლს ვფიქრობთ, რადგან ჰოლანდიის უმაღლესი და ქვედა, ერსტე დივიზიონიც უხვგოლიანობით გამოირჩევიან.
2020-21 სეზონი ახალი დაწყებულია. ერსტეში გრააფსხაპი და დენ ბოში პირველ მატჩს ჩაატარებენ. მართალია პირველივე რაუნდში სარისკოა ბევრი გოლის ხილვა, მაგრამ ჩვენ მაინც ვრისკავთ.
წინა სეზონი გრააფსხაპმა მეორე ადგილზე დაასრულა და წესით უნდა გადასულიყო კიდეც ერედივიზონში, მაგრამ კორონავირუსის გამო ნიდერლანდებში სეზონი გაუქმდა და შედეგებიც გაბათილდა.
გრააფსხაპის ბურთების შეფარდება, 29 ტურში, 63:28-ზე იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ თამაშებში საშუალოდ 3.13 გოლი გადიოდა.
ხოლო დენ ბოშის ბურთების შეფარდება 56:49-ზე იყო. საკმაოდაც გაქონდა ბურთები და ბევრ გოლსაც უშვებდა. დენ ბოშის მატჩებში საშუალოდ 3.62 გოლი გადიოდა წინა სეზონში.
2012 წლიდან, გრააფსხაპი და დენ ბოში ქვედა ლიგაში, ერსტეში ხვდებიან ერთმანეთს. 11 ურთიერთშეხვედრა ჩაატარეს, სადაც ჯამში 41 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 3.72 გამოდის.
გრააფსხაპი - დენ ბოში
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.38)
შემდეგი პოზიცია ბოსნიის პრემიერ ლიგიდან გვაქვს, სადაც რადნიკი სარაევოს უმასპინძლებს.
რადნიკს 5 მატჩში 4 ფრე და 1 წაგება აქვს. ჯერ მატჩი არ მოუგია და დღეს ნამდვილად კარგი შანსი აქვთ გასამარჯვებლად.
მაგრამ სარაევო კარგ ფორმაშია, ოთხ მატჩში 2 მოგება, 2 ფრე. თუმცა დღეს ვფიქრობთ, არცერთი გამარჯვების მქონდა რადნიკი მოიგებს და დაუმარცხებელი სარაევო წააგებს.
სარაევოს რადნიკში თამაში უჭირს და ბოლო წლებში ვერ უგებს. ამიტომ თავს ვიზღვევთ და 1X-ს ვწერთ და არა პირდაპირ ერთიანს.
რადნიკი - სარაევო
ორმაგი შედეგი - 1X (1.72)
შემდეგი პოზიცია ფინეთის კაკონენიდან გვაქვს. ოლს ოულუ ოპსი 2-ს უმასპინძლებს და აქაც გოლებს ვფიქრობთ.
მართალია, სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ ორივე გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და ამიტომ ოულუც და ოპსიც შეუტევენ.
ორივე მეტისტი გუნდია. ოულუს შეხვედრებში 3.2 გოლი გადის. ოპსის მატჩებში - 3.6 ბურთი.
ურთიერთშეხვედრებში ხომ საერთოდ. 4 მატჩში გუნდებმა ერთმანეთს 23 გოლი გაუტანეს, რაც საშუალოდ მატჩში 5.75 გოლს უდრის.
ოლს ოულუ - ოპსი 2
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.43)
ბოლო პოზიცია კი სლოვაკეთის სუპერლიგიდან გვაქვს, სადაც ტრენჩინი სლოვანს უმასპინძლებს და აქაც მეტ გოლს ვვარაუდობთ.
ეს გუნდებიც მეტისტები არიან. სლოვანის მატჩებში 4.3 გოლი გადის. ტრენჩინის შეხვედრებში კი - 4.
ორივე გუნდს ძალიან სჭირდება მოგება, რადგან სლოვანმა ბოლო მატჩი მოულოდნელად წააგო და პირველ ადგილოსან გუნდს, რომელსაც ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, 9 ქულით ჩამორჩება და ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში სხვაობა 3 ქულამდე შემცირდება.
ხოლო ტრენჩინი ბოლო ადგილზეა და არცერთი მოგება აქვს, მაგრამ სამ თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა და სავარაუდოდ დღესაც გაიტანს.
ტრენჩინი - სლვოანი
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.43)
დღეისთვის სულ ეს იყო. გვითხარი შენი აზრი კომენტარებში.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ