Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.41 კოეფიციენტი ორშაბათის მატჩებზე

5.41 კოეფიციენტი ორშაბათის მატჩებზე

დღესაც ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება ერთა ლიგაზე. ჩვენც, რა თქმა უნდა, შევარჩიეთ პოზიციები, რომლებიც გვინდა განვიხილოთ და შემოგთავაზოთ.

 

მართალია ბევრი თამაშია, მაგრამ სულ ორი შეხვედრა ავიღეთ. ნიდერლანდები-იტალია და ჩეხეთი-შოტლანდია.

 

ევროპული ორი გრანდის დაპირისპირებაში მეტ გოლს მოულოდნელად დიდი კოეფიციენტი აქვვს და ჩვენი აზრით, ღირს გასარისკად. 

 

ზოგადად როგორც ჩვენ, ასევე მოთამაშეების უმრავლესობას უყვარს მეტი გოლის დაწერა და სანახობის მოლოდინში ყოფნა მატჩის დროს. ნიდერლანდები-იტალიაში ძნელია გამოიცნო თუ რომელი გუნდი მოიგებს. 

 

მართალია გრანდები ერთა ლიგას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ მაინც პრინციპული დაპირისპირებაა. თან შემადგენლობებიც გვაძლევს იმის საბაბს, რომ დავწეროთ მეტი გოლი. 

 

წესით ორივე გუნდს მოგება სჭირდება, რადგან მხოლოდ პირველი ადგილი გადის ფლეიოფში და ქულების გაყოფას აზრი არ აქვს. მითუმეტეს იტალიას ესაჭიროება გამარჯვება, რომელმაც წინა ტურში, სახლში ბოსნიასთან ფრე ითამაშა. 

 

კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია და რატომაც არა, გვიღირს გარისკვა.

 

ნიდერლანდები - იტალია

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (2.05)


 

შემდეგი პოზიცია ჩეხეთი-შოტლანდიადან გვაქვს და ჩეხების არწაგებას ვფიქრობთ, რომელსაც ძალიან მაღალი კოეფიციენტი აქვს. 

 

შოტლანდიური ფეხბურთი, როგორც სანაკრებო ისე საკლუბო დღეს მაღალ დონეზე ნამდვილად არ დგას. რა დღეშიც არ უნდა იყოს ჩეხეთი, მაინც გვეეჭვება, რომ სკოტებმა გასვლაზე მოუგონ.

 

ევროპის წინა შესარჩევზე შოტლანდიამ ყაზახეთში 0:3 წააგო. მართალია საბოლოოდ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ გაასწრო მხოლოდ კვიპროსს, ყაზახეთს და სან მარინოს. 

 

მას შემდეგ შოტლანდიელების გუნდში ბევრი არაფერი შეცვლილა. კი, გასაგებია სკოტების რიგებში თამაშობს მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველი, რობერტსონი, მაგრამ ენდი ლივერპულშია ძალიან მაგარი, ბოლო წლებში დაულაგებელ და არეულ შოტლანდიას როგორ ათრევს ძნელი სათქმელია.

 

მითუმეტეს, ერთა ლიგის წინა ტურში, 4 სექტემბერს ისრაელს ვერ მოუგო სახლში შოტლანდიამ და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ჩეხებმა კი თავის მხრივ, გასვლა მოიგეს სლოვაკეთში 1-3.

 

ჩეხეთი - შოტლანდია

 

ორმაგი შედეგი - 1x (2.64)


 

დღეისთვის სულ ეს არის. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ