Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჩინელ-კანადელ თაღლითებს ცეცხლი გაუხსნეს

ჩინელ-კანადელ თაღლითებს ცეცხლი გაუხსნეს

რამდენიმე თვის წინ ჩვენს ვებსაიტზე ნახავდით სიახლეს ჩინელ-კანადელი თაღლითების შესახებ, რომლებმაც River Rock კაზინოში 2015 წლიდან 2020 წლამდე 10 მილიონ დოლარამდე ფული გაათეთრეს.

 

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ამბავი, რომ ორივე მათგანს ცეცხლი გაუხსნეს და ერთერთი ადგილზე გარდაიცვალა.

 

პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თაღლითებს ცეცხლი იაპონურ რესტორანთან, ბრიტიშ კოლუმბიაში, რიჩმონდში გაუხსნეს.

 

მოკლული იან იუნ ჟუ საერთაშორისო თაღლითია, რომელსაც ნარკო რეალიზატორებიდან დაწყებული კანადური კაზინოდან დამთავრებული, ყველა ჰყავს მოტყუებული. 

 

კანადელ-ჩინელ მატყუარას უყვარდა ისეთი ფულის მოპარვა, რომელსაც ლეგალურად ვერავინ მოთხოვდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ქუჩაში მოკლეს. 

 

მიზეზს სავარაუდოდ ყველა ვხვდებით, თუმცა პოლიცია მაინც იძიებს საქმეს. ალბათ დეტალებში უფრო საინტერესო იქნება, რადგან იან იუნ ჟუს მარჯვენა ხელი, პოლ კინგ ჯინი სროლას გადაურჩა და უკვე გამოწერეს კლინიკიდან.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ