დღეს გერმანიის სუპერ თასის ფინალია, სადაც ბაიერნი და დორტმუნდი შეხვდებიან ერთმანეთს.
წინა სუპერ თასის ფინალიც ამ გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც ბორუსიამ 2-0 მოიგო. დღეს ალბათ ბაიერნი შეეცდება რევანშის აღებას.
ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, მიუნხენელებზე რომ არაფერი ვთქვათ, დორტმუნდს ყავს ჰოლანდი, სანჩო, ფეხბურთელები, რომლებსაც მხოლოდ შეტევითი ფეხბურთი გამოსდით და ძნელი დასაჯერებელია მათი დაცვაში ჩადგომა, რაც უბრალოდ არ გამოუვათ.
ამ დაპირისპირებაში ორივეს გატანას ვფიქრობთ და დიდი ახსნაც არ სჭირდება.
დორტმუნდი - ბაიერნი
ორივე გაიტანს - კი (1.48)
გადავინაცვლოთ სერია A-ში. იტალიაში ძალიან საინტერესო და მაგარი მატჩი გველოდება. რომში, ლაციოსთან ატალანტა ჩადის სათამაშოთ. ორივე გუნდი შემტევია, ორივე გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და ძალიან მაგარი საყურებელი იქნება დღევანდელი შეხვედრა.
მართალია ახალი გახურებულია სეზონი, მაგრამ გვახსოვს შარშან ეს გუნდები, ორივე მათგანს უყვარდა გოლის გატანა და კუთხურის ჩამოწოდება. დიდი ალბათობით ამ სეზონშიც იგივეს გააგრძელებენ, ამიტომ სავსებით ლოგიკურ პოზიციებს ვიღებთ.
ლაციო - ატალანტა
ორივე გაიტანს - კი (1.41)
კუთხურების რაოდენობა 8.5 (1.40)
ბოლო ორი პოზიცია ინგლისის EFL თასიდან გვაქვს, სადაც გვგონია, რომ მანჩესტერული კლუბები შემდეგ ეტაპზე გავლენ.
რამდენიმე დღის წინ მანჩესტერ იუნაიტედმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ბრაიტონს მოუგო პრემიერ ლიგურ მატჩში. მართალია შეხვედრის მეორე ტაიმში ბრაიტონი უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა ოლეს ბიჭებმა მაინც იძალეს და წამოიღეს სამი ქულა.
დღესაც გვგონია, რომ მანჩესტერი შემდგომ ეტაპზე გავა. ძირითად დროში მაინც არ ვიღებთ, არ ვრისკავთ.
ბრაიტონი - მანჩესტერ იუნაიტედი
შემდგომ ეტაპზე გასვლა - 2 (1.49)
აი, მეორე მანჩესტერულმა გუნდმა, სიტიმ კი ძირითად დროშივე უნდა მოუგოს ბარნლის, რომელიც წელს პრემიერ ლიგიდან გავარდნის აშკარა ფავორიტია.
საშინელი სტარტი აქვს შონ დაიჩის გუნდს და დღეს სავარაუდოდ ძირითად დროშივე წააგებენ გუარდიოლას კლუბთან. პეპმა მოსვლის დღიდან მხოლოდ მცველებში 400 მილიონი დოლარი გადაიხადა.
თავის მხრივ მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგაში ბოლო მატჩი საშინლად წააგო და 2-5 განადგურდა ლესტერ სიტისთან.
რეაბილიტაციისთვის აუცილებლად უნდა მოიგონ დღეს.
ბარნლი - მანჩესტერ სიტი
ძირითადი შედეგი - 2 (1.40)
დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია გამწვანდება ჩვენი ბილეთი!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ