Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ამარილო სლიმი - მოთამაშე, რომელიც სიტყვაში მოგატყუებთ

ამარილო სლიმი - მოთამაშე, რომელიც სიტყვაში მოგატყუებთ

როგორც კი ბობი რიგსი დათანხმდა ამარილო სლიმის პირობას, მოთამაშეები მეორე დღესვე შეიკრიბნენ Bel Air Country Club-ში. ამარილომ პინგ პონგის სათამაშოდ სამზარეულოს ორი ტაფა მოიტანა და უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს 21-8 მოუგო და 10,000 დოლარიც დაისაკუთრა.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბობი რიგსთან შეხვედრამდე ამარილო სლიმი პინგ პონგის ტაფით თამაშში თვეების მანძილზე ვარჯიშობდა. 

ბევრი სახალისო ისტორია მოგვისმენია სანაძლეოებზე. საქართველოშიც უამრავი მოთამაშეა, რომლებთანაც არ ღირს აზარტული დაპირისპირებები, რადგან ცოდნით, ჭკუით თუ გამჭრიახობით აუცილებლად მოიგებენ.

 

თუმცა დღეს მოგიყვებით ამერიკელ ამარილო სლიმზე, რომელმაც ცნობილი ჩოგბურთელი ბობი რიგსი გაღიმებული დატოვა. 

 

ტომას ოსტინ პრესტონი, რომელსაც მთელი ამერიკა ამარილო სლიმის სახელით იცნობს, არასდროს იღებდა ისეთ ფსონს თუ რაიმე უპირატესობა არ ჰქონდა. ოღონდ უპირატესობას სიტყვათა თამაშით აღწევდა. თუმცა, იმდენად კარგი მოთამაშე იყო, რომ ერთხელ, 1972 წელს, პოკერის მსოფლიო სერიები მოიგო და 1992 წელს, მისი სახელი პოკერის დიდების დარბაზშიც შევიდა. 

 

1970-იან წლებში ამარილო სლიმმა ბობი რიგსს პინგ პონგის თამაში შესთავაზა 10,000 დოლარზე. 

 

ბობი რიგსმა 1939 წელს უიმბლდონი მოიგო. 70-იან წლებში გრანდ სლემის ყოფილი ჩემპიონი 60 წლამდე იქნებოდა, თუმცა არც 1928 წელს დაბადებული ამარილო იყო პატარა ბიჭი. ასე რომ ასაკში უპირატესობა არცერთს ჰქონდა, მაგრამ ცნობილი ჩოგბურთელი, რა თქმა უნდა, პინგ პონგშიც ფავორიტი იყო კაზინოს რიგით მოთამაშესთან. 

 

თუმცა ამარილო სლიმი, რისი მოთამაშე იყო, რამე არ მოეტყუებინა ბობი რიგსისთვის. 

 

ამარილომ ბობს ასეთი პირობა შესთავაზა, რომ თვითონ მოიტანდა პინგ პონგის თამაშისთვის ორ ჩოგანს, ანახებდა მოწინააღმდეგეს და ჩოგბურთელს მისცემდა საშუალებას, აერჩია ამ ორი ჩოგნიდან ერთერთი. მეორე ჩოგნით ამარილო სლიმი ითამაშებდა. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ