გუშინ გამართლდა ჩვენი პროგნოზი და იმედი გვაქვს, რომ გამოიყენეთ ან მთლიანი ბილეთი ან აარჩიეთ რომელიმე პოზიცია მაინც.
დღეს ერთა ლიგაზე ბევრი თამაშია და ჩვენც შევარჩიეთ რამდენიმე მატჩი.
იტალია ნიდერლანდებს უმასპინძლებს და გვგონია, რომ იტალიელები ერთ ტაიმს მაინც მოუგებენ მოწინააღმდეგეს თუ მთელ მატჩს არა.
ნიდერლანდების ნაკრები, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ვერ გავიგეთ რას თამაშობენ, რასაც ვერ ვიტყვით იტალიაზე.
სკუადრა აძურა მაგარ ფორმაშია, ჰყავთ კარგი მწვრთნელი და ვფიქრობთ, რომ მოიგებენ ამ მატჩს, მაგრამ მაინც ვიზღვევთ თავს და მხოლოდ ერთი ტაიმის მოგებას ვიღებთ, რასაც მშვენიერი კოეფიციენტი აქვს.
იტალია - ნიდერლანდები
პირველი გუნდი მოიგებს ერთ ტაიმს - კი (1.60)
შემდეგი პოზიცია თურქეთი-სერბეთიდან გვაქვს და ამ მატჩში ბარათებს ვფიქრობთ. ორივე ნაკრები B ლიგაში დასარჩენად იბრძვის, რადგან მათსავე ჯგუფში მყოფი რუსეთი და უნგრეთი კარგად უსწრებენ მათ და სავარაუდოდ ვეღარ დაეწევიან ჯგუფის ლიდერებს ვერც თურქები და ვერც სერბები.
მათ ისღა დარჩენიათ, რომ იბრძოლონ და არ დაქვეითდნენ C ლიგაში. სიმართლე ვთქვათ, ორივე ნაკრებისთვის დაბალი დონეა და მიუღებელია ქვედა ლიგა.
ველოდებით ბრძოლას და უხეშ თამაშს, ბულგარელი მსაჯიც ხელს გვიწყობს, რომელიც საშუალოდ კარიერაში 5,07 ბარათს იღებს საშუალოდ მატჩში.
თურქეთი - სერბეთი
ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.75)
ბოლო პოზიცია ჩვენი ნაკრების თამაშიდან გვაქვს. მართალია ყოველთვის გირჩევთ, რომ არ დადოთ ფსონი საკუთარ ნაკრებზე ან იმ კლუბზე, რომელსაც გულშემატკივრობთ, მაგრამ დღეს თავს ვერ ვიკავებთ.
ვინ არის ეს მაკედონია ასეთი, რომ ჩვენს 1 გოლს 1.55 აქვს კოეფიციენტი. ჩვენი აზრით, ასაღებია.
თუ იმით ვიმართლებთ თავს ან გულშემატკივარი ან ვლადიმერ ვაისი, რომ ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ძალიან ვცდებით.
ჯერ ერთი ის, რომ მაკედონიაც ზუსტად იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩვენ ვართ. მეორე ის, რომ ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული ნაკრები B ლიგაში გადადის და უფრო ძლიერ ნაკრებებში ხვდება. ამით სათამაშო დონეს, კლასს ვიმაღლებთ, რეიტინგს, გამოცდილებას ვიღებთ.
ჩვენ არ გვესმის რატომ არ უნდა ვიფიქროთ ამ ჯგუფის მოგებაზეც. გასაგებია, რომ ყველა ქართველის აზრი ევროპის ჩემპიონატზეა, მაგრამ იმ მატჩამდე ერთი თვეა წინ, დღეს ან ხვალ კი არაა. და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაც ზუსტად იმ მდგომარეობაშია.
ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო
მეორე გუნდის გოლები 0.5 - მეტი (1.55)
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ჩვენი პროგნოზი!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ