Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

საქართველოს ევროპაზე გასვლას კოეფიციენტი საგრძნობლად დაეწია

საქართველოს ევროპაზე გასვლას კოეფიციენტი საგრძნობლად დაეწია

ეს რა ვნახეთ. თურმე ჩრდილოეთ მაკედონია ჩვენზე ორჯერ ძლიერი არ ყოფილა. გახსოვთ ალბათ 2 კვირის წინ დავწერეთ ტოტალიზატორების კოეფიციენტები ჩვენი Playoff-ის გამარჯვებულზე. 

 

საქართველო მესამე ფავორიტი იყო ოთხი ნაკრებიდან. პირველ ადგილზე მაკედონია გაიყვანეს, მეორეზე - კოსოვო, აი მესამე ადგილი, რასაც ქვია, მოგვიგდეს 4.50 კოეფიციენტით. 

 

წარმოდგენა არ მაქვს ვინ ზის და ვინ ანიჭებს კუშებს ჩვენნაირ ნაკრებებს. რა პრინციპით, რა რეიტინგით.

 

მართალია გუშინ ორივე ნაკრები, საქართველოც და მაკედონიაც ფრეზე იყო გამოსული, მაგრამ მეორე ტაიმს ეტყობოდა, რომ 3 ქულაზე უარს არცერთი იტყოდა. 

 

გახსოვთ ალბათ გუშინდელი ჩვენი ბილეთი. სიბრაზისგან სად წავსულიყავით აღარ ვიცოდით. ჩრდ. მაკედონიასთან ჩვენს გოლს ჰქონდა 1.55 კოეფიციენტი. როგორ არ უნდა დაწერო?! 

 

ვინ არის ეს მაკედონია? ჯერ ერთი რა სტადიონზე გვათამაშეს, რა საფარი იყო, რა ნაკრებს შევხვდით? პირველ ტაიმში რასაც ვუყურეთ ეს ის სპორტი არ იყო რის გამოც შევიკრიბეთ ტელევიზორებთან. კარგი, დავიმშვიდოთ თავი და ვთქვათ, რომ მეორე-მესამე შემადგენლობით გამოვედით მოედანზე. 

 

აი, ჩრდილოეთ მაკედონიამ რა გააკეთა? რატო უნდა ჰქონდეს ამ ნაკრებს ფავორიტის სტატუსი ვინმემ აგვიხსენით. ესაა ის გუნდი რომლისაც გვეშინია Playoff-ში? ჩვენ აღარ გვეშინია, უნდა შევჭამოთ თბილისში, ჰანდიკაპით უნდა მოვუგოთ პირველივე ტაიმი.

 

გასვლა EURO 2021-ზე 

 

  • საქართველო - 1.95
  • ჩრდ. მაკედონია - 1.90

 

გვინდა, შევაქოთ კვეკვესკირი, რომელმაც ჯაბას არ ყოფნაში ასე თუ ისე შეძლო ცენტრის მობილიზება, რასაც ვერ ვიტყვით დაუშვილზე. ბუბა არაა ფორმაში, თორემ ყველამ ვიცით, რომ კანკავასთან ერთად ერთი პერიოდი გარანტირებული ჰქონდა სასტარტო. 

 

გვილია - უნიჭიერესი ფებურთელი, მაგრამ მასაც კანკავა სჭირდება. მოკლედ, არ ვიცით რა გვეშველება ჯაბას გარეშე. 

 

სამწუხაროა რომ კიტეიშვილი ვერ ვნახეთ წესივრად. 

 

ქვილითაიას ძალიან უჭირდა უღიმღამო თამაშში თავისი კოზირის გამოყენება. უბრალოდ ბურთი არ მიდიოდა 9-იანზე. თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ არაა ფორმაში.

 

კაჭარავამ გაგვაოცა. მართლა. ძალიან მომატებული აქვს ნიკას, ძალიან, არ ველოდით.

 

ვაკომ ზუსტად იმდენი იმუშავა და ირბინა, რაც ოქრიაშვილმა გააკეთა სომხეთთან, ოღონდ დაახლოებით. ყაზაიშვილთან ბოდიში, მაგრამ ჩვენ ოქრის უფრო გამოვყოფდით. თორნიკემ სომხეთთან ცხრიანზე საოცარი თამაში აჩვენა, ვერც კი წარმოვიდგენდით ისეთი. გვგონია, რომ ცრუ ცხრიანზე ოქრიაშვილის დაყენება ჯობია ვაკოს დაყენებას, ჩვენი აზრია. 

 

ხვიჩა კვარაცხელია - ეკუთვნის ამ ბიჭს საქებარი სიტყვები. გუშინ, გოლამდე, მოტყუებაზე რომ წავიდა 99.9% დარწმუნებულები ვიყავით რომ გოლით დამთავრდებოდა ჩვენი ოქროს ბიჭის გარღვევა. 79-ე წუთზე რომ წააქციეს, იქვე ვთქვით, უკან გაიყვანოს ბატონმა ვაისმა, არ დაგვიმტვრიონო…

 

ბოდიშს ვუხდით ყველა იმ ფეხბურთელს, რომლებიც არ გამოვყავით. 

 

გუშინდელი მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, რაც, ჩვენი აზრით, ცუდი შედეგი არაა. მართალია შეგვეძლო მოგება, მაგრამ მაინც ჩვენ უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვართ ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც ტოტალიზატორების აზრით თბილისშიც ფავორიტია იმ ნანატრ მატჩში.

 

გიორგი ჩაკვეტაძე არ ჩართულა საქმეში ჯერ.

 

ერთა ლიგაზე ორი შეხვედრა დაგვრჩა გასამართი, სომხეთთან და ესტონეთთან, ორივე სახლში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გვპირდება, რომ ორივე მატჩი ბათუმში, ახალ სტადიონზე გაიმართება და ყველა მოუთმენლად ველოდებით. ორივეს მოვიგებთ.

 

აი, მაკედონია სომხეთთან წაიფორთხილებს და ჩვენი მეზობლები მინიმუმ არ წააგებენ, რაც ჩვენ გვაძლევს ხელს. 

 

მოსაგებია ეს ჯგუფიც და ნოემბრის შეხვედრაც!

ბოლოს გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. გვჯერა ჩვენი ბიჭების. დარწმუნებულები ვართ, რომ გავლენ ევროპის ჩემპიონატზე და ფინალურ ტურნირზეც გვასახელებენ! 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ