Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მაიკლ ჯორდანის აზარტული მხარე და ფსონები ყველაფერზე

მაიკლ ჯორდანის აზარტული მხარე და ფსონები ყველაფერზე

ჩიკაგო ბულსის ლეგენდა, კალათბურთის მეფე და ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე მაიკლ ჯორდანი ასევე ცნობილია თავისი აზარტული დამოკიდებულებით.

 

ჩვენ საიტზე არაერთ ისტორიას ნახავდით მაიკლის შესახებ. ესეც ძალიან საინტერესოა, რადგან ჯორდანი საერთოდ ყველაფერზე დებდა ფსონს.

 

მაგალითად ერთხელ პორტლენდში გასვლაზე ჰქონდათ თამაში და როდესაც აეროპორტში ჩიკაგო ბულსის მთელი გუნდი იდგა და ელოდებოდნენ თავიანთ ბარგს, მაიკლი თავის ყველა გუნდელს დაენიძლავა, რომ პირველი ჩანთა მისი გამოვიდოდა. 

 

გუნდელები დათანხმდნენ, რადგან ფსონი დიდი იყო, მაიკლის შანსები კი - პატარა.

 

ჰოი საოცრებავ და მართლაც მაიკლ ჯორდანის ჩანთა გამოვიდა პირველი და კალათბურთის მეფემ სანაძლეო მთელ გუნდს მოუგო. თუმცა მოგვიანებით გაირკვა და ლეგენდამ აღიარა, რომ აეროპორტის თანამშრომელს გადაუხადა ფული და წინასწარ მოელაპარაკა მას, რომ მისი ჩანთა გამოსულიყო პირველი.

 

თუმცა სანაძლეო სანაძლეოა, პირობა პირობაა, მოტყუებით მოიგო, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ მაიკლს ძალიან უყვარდა ნებისმიერი ფსონი.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ