მოგიყვებით საკმაოდ უცნაურს, მაგრამ ალბათ მაინც სამართლიან ისტორიას, რომელიც მიჩიგანელ ენტონი ზელასკოს გადახდა თავს.
2013 წელს, 50 წლის ზელასკომ ლატარიაში 80 მილიონი დოლარი მოიგო. ენტონი ცოლს 2011 წელს გაშორდა ფაქტობრივადაც და იურუდიულადაც, თუმცა მოსამართლემ კატეგირულად ბრძანა, რომ ზელასკოს ყოფილი ცოლისთვის, 48 ლის მერი ელიზაბეტისთვის თახნის ნახევარი უნდა გაეყო.
ენტონი ზელასკო და მერი ელიზაბეტი 2004 წლიდან იყვნენ ცოლ-ქმარი და მათ 3 შვილი ჰყავდათ.
მერი წელიწადში 100-120 ათას დოლარს გამოიმუშავებდა და ძირითადად ის არჩენდა ოჯახს, როდესაც ენტონის შემოსავალი წელიწადში 36 ათას დოლარს არ აღემატებოდა.
2011 წელს, დაშორების შემდეგ, ენტონი ზელასკოს ერთი დოლარიც არ მიუცია თავისი ყოფილი ცოლ-შვილისთვის და ამიტომ გაბრაზებულმა მოსამართლემ უსაქმურ და უპასუხისმგებლო მამაკაცს თანხის გაყოფა მოსთხოვა.
გადასახადების დაქვითვის შემდეგ ყოფილმა ცოლ-ქმარმა 30-30 მილიონი დოლარი მიიღეს. სასამართლომ ზელასკოს თვეში 7000 დოლარის გადახდაც დააკისრა თითო ბავშვზე, ანუ თვეში 21,000 დოლარის.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ