უამრავი გულშემატკივრის აზრით, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე, ლეო მესი მანქანაში ზის, ბილი აილიშს უსმენს, თან ჰყვება და უბანში მოძრაობს. ეს ხუმრობით.
ყველამ ვიცით თუ როგორი თავმდაბალი და უბრალო ადამიანია ლეო. მიუხედავად იმისა რომ მთელ დედამიწაზე ყველას გაუგია მისი სახელი, ხოლო ფეხბურთის გულშემატკივრები კი მართლაც რომ აფანატებენ მასზე.
მათ შორის ვარ მეც. 20 წელზე მეტია ამ სპორტს ვუყურებ და საერთოდაც არ ვგულშემატკივრობ ბარსელონას, მაგრამ ვთვლი, რომ მესი საუკეთესოა, ვინც ჩემი თვალით მინახავს. ეს სუბიექტური აზრია.
თუნდაც მესი-რონალდოს ეპოქაში სამყარო ორად არის გაყოფილი და ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ორივე მოთამაშეს მოვესწარით. ვუყურეთ მათი კარიერის დასაწყისს, საუკეთესო პერიოდს და ახლა უკვე ბოლოში ვართ გასულები.
ამ ვიდეოში კი ის უბრალო ადამიანია, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია, რომელზეც სულ დაობენ, სჯობს თუ არა რონალდოს, მარადონას, პელეს და ა.შ
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ