10 დოლარი თუ გიგდიათ ჯიბეში, შეგიძლიათ აი ეს სასახლე შეიძინოთ, რომელიც ამერიკის ქალაქ მოკლერში, ნიუ-ჯერსიში მდებარეობს. ფოტოებს სტატიის ბოლოში ჩავყრი.
ოღონდ ერთი პირობა აქვს.
საქმე იმაშია, რომ მყიდველმა სახლი, რომელიც 1906 წელს აშენდა, სხვა ადგილას უნდა გადაიტანოს იმიტომ, რომ მიწა, რომელზეც სასახლეა აშენებული, ბიზნესმენს ეკუთვნის.
ბიზნესმენს კი არ სურს ასეთი დიდი სასახლე თავის კუთვნილ მიწაზე. მას გეგმაში აქვს 8 ახალი სახლის აშენება, თუმცა ძველის დანგრევის უფლება არ აქვს, რადგან ვილა ისტორიულ მემკვიდრეობადაა აღიარებული.
ამიტომ მყიდველს, რომელიც 10 დოლარად შეიძენს სახლს, მოუწევს მისი სხვა ადგილას გადატანა, რაც დაახლოებით 60,000 დოლარი დაუჯდება.
თუ ჯიბეში გიგდიათ 10 დოლარი, დაამატეთ ერთი 60,000-იც ზემოდან და ეს სახლი თქვენი გახდება, რომელიც ოდესღაც ცნობილ ფეხბურთელს, ობრი ლუისს ეკუთვნოდა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ