Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ მოვიგოთ სლოტებში

როგორ მოვიგოთ სლოტებში

პირველი სლოტი ჩარლზ ფეიმ 1899 წელს გამოიგონა და იმ დღიდანვე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მოთამაშეებში.

 

ძველ სათამაშო სლოტებში ავტომატური შეცდომის და შემთხვევითი ხარვეზის მოძებნა ძალიან მარტივი იყო. 

 

წინა თაობის აპარატები მექანიკური იყო და ბუნებრივია მათი აწყობისას ან ექსპლუატაციისას იყო გაუთვალისწინებელი სიტუაციები ან დარღვევები. 

 

ხარვეზებს მოთამაშეები მაშინვე ამჩნევდნენ, ჩასაფრებულები იყვნენ და სარგებლობდნენ მექანიკური სლოტის გაუმართაობით. გამოცდილი ხალხისთვის ამ გზით დიდი თანხის მოგება უტყუარი და რეალური მეთოდი იყო. 

 

თუმცა სლოტ-კლუბების თუ კაზინოს მეპატრონეებიც მალევე ამჩნევდნენ ამ ყველაფერს და მიჰქონდათ შესაკეთებლად ან გადასაგდებათ.

 

ახალი თაობის სლოტები დაპროგრამებულია და მათი გაფუჭება შეუძლებელია. აპარატებს პროგრამაში უდევთ რომ აუცილებლად უნდა გასცენ შემოსული თანხის 96-97 პროცენტი, რასაც RTP ჰქვია (Return To Player).

 

RTP-ზე ბევრი გვისაუბრია და დიდ დროს აღარ წაგართმევთ, მხოლოდ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. 

 

მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, თუ სლოტში, დღის განმავლობაში, მოთამაშეებმა შეაცურეს 100 ლარი, აპარატი აუცილებლად გასცემს რომელიმე იღბლიანზე 96-97 ლარს. 

 

როგორ მოვიგოთ სლოტებში? პასუხი კითხვაზე ძალიან მარტივია, თქვენ უნდა იყოთ ის იღბლიანი, რომელსაც აპარატი აირჩევს. 

 

ზუსტად ამიტომ არის ასეთი პოპულარული სლოტები მთელ მსოფლიოში. გვჯერა, რომ ერთ დღესაც ჩვენ გაგვიმართლებს და დაგვეცემა დიდი თანხა. გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ