Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პატიოსანმა კაცმა სტუდენტს დაკარგული ფული დაუბრუნა და იმ დღესვე დიდი თანხა მოიგო

პატიოსანმა კაცმა სტუდენტს დაკარგული ფული დაუბრუნა და იმ დღესვე დიდი თანხა მოიგო

ცხოვრება ძალიან საინტერესოა და სიკეთე ყოველთვის ფასობს. ორი შვილის მამას, პატიოსან კოლინ ბენკს საოცარი ისტორია გადახდა თავს. 

 

50 წლის კოლინი შოტლანდიაში, ქალაქ მაზერველში სამშენებლო კომპანიაში ხელოსნად მუშაობს და ამბობს რომ მთელი ცხოვრება საკუთარ ოჯახს პატიოსანი შრომით ინახავს. 

 

ერთ დღესაც ბატონი ბენკსი საშობაო საყიდლებზე იყო წასული სუპერმარკეტში და შესასვლელ კართან მდგომი იმავე მაღაზიის თინეიჯერი კონსულტანტი დაინახა, რომელსაც ბანკომატიდან თანხა გამოჰქონდა. 

 

კოლინმა შენიშნა რომ ახალგაზრდა სტუდენტს გამოტანილი თანხიდან 30 ფუნტი ძირს დაუვარდა. ბენკსმა აიღო შეუმჩნევლად დავარდნილი კუპიურა და პატიოსნად გაუწოდა ბიჭს. 

 

სტუდენტმა უამრავი მადლობა გადაუხადა კოლინ ბენკს, რადგან ძალიან სჭირდებოდა ყოველი გამომუშავებული ცენტი თავის სარჩენად და სწავლის საფასურის გადასახდელად და ეს 30 ფუნტიც მისთვის ძალიან მნიშნველოვანი იყო. 

 

პატიოსანმა კაცმა მისი საქციელი ბუნებრივად და ჩვეულებრივად მიიღო, რადგან მისი აზრით, ნებისმიერი მოქალაქე ასე მოიქცეოდა და არ იყო საჭირო დაუსრულებელი მადლობები. 

 

საყიდლებიდან დაბრუნებულს დავიწყებულიც ჰქონდა მაღაზიის წინ მომხდარი შემთხვევა და მთელი დღის დაღლილმა განტვირთვის მიზნით 1.50 ფუნტი დოღზე დადო და 33,333 კოეფიციენტი გადააბა. 

 

ისტორიის ბანალური დასასრულია, მაგრამ რას ვიზამთ, სიმართლეა. სასწაულებრივად ყველა პოზიცია გაუმწვანდა და პატიოსანმა, კეთილმა კაცმა 50,000 ფუნტი მოიგო საშობაოდ. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ