Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დანა უაითი სტრიმერებს ციხეში დაჭერით ემუქრება

დანა უაითი სტრიმერებს ციხეში დაჭერით ემუქრება

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი დაჭერით ემუქრება იმ ადამიანებს, რომლებიც UFC-ის ორთაბრძოლებს არალეგალურად სტრიმავენ, რაც მაყურებლებისთვის უფასოდ გადაიცემა.

 

ყველამ კარგად ვიცით რომ UFC-ის ჩვენების უფლება ძალიან ძვირია და ნებისმიერი ტელეარხისთვის დიდი ფუფუნებაა. თან ორთაბრძოლებს ძალიან ბევრი ფანი ჰყავს, მთელი მსოფლიო უყურებს და ამ სპორტით სიამოვნება ძვირი ჯდება.

 

რა თქმა უნდა, პატიოსნად ჯობია უფლება გქონდეს UFC-ის გადაცემის და ნებისმიერ ქვეყანაში ლიცენზირებულ ვერსიას უნდა უყურებდეს ხალხი, მაგრამ ერთ გენიალურ ფაქტზე მოგიყვებით.

 

როგორც ვიცით YouTube-ზე სხვისი კონტენტის ატვირთვა არ შეგიძლია და საიტი ეგრევე გიბლოკავს ნებისმიერ ვიდეოს. შესაბამისად ვერც UFC-ის ლაივს გასტრიმავ შენი არხით, თუმცა ერთმა იუთუბერმა საოცარ და გენიალურ გზას მიაგნო.

 

2018 წელს ერთ-ერთმა იუთუბერმა მაქს ჰოლოუეის და ჟოზე ალდოს ორთაბრძოლა YouTube-ის საკუთარი არხით გასტრიმა თან ისე რომ ვერავინ დაუბლოკა.

 

მეგობრები, ორნი დიდ ეკრანთან დასხდნენ, ჩართეს ორთაბრძოლა და ხელში ჯოისტიკები დაიჭირეს, ვითომ თვითონ თამაშობდნენ კომპიუტერულ ვიდეო თამაშს. YouTube-ს ალგორითმა რეალური ბრძოლა თამაშისგან ვერ გაარჩია, ამიტომაც ვერ დაუბლოკა სტრიმინგი და გენიალურმა ახალგაზრდებმა ასეთი გზით გადასცეს ჩხუბი პირდაპირ ეთერში.

 

ამბავი Twitter-ზეც გავრცელდა და ერთ პოტს 63,000 რეთვითი და 140,000 ლაიქი ჰქონდა. რა თქმა უნდა, მთელი ინტერნეტ სივრცე აღაფრთოვანა ბიჭების იდეამ. სავარაუდოდ დანა ვაითსაც გაეცინებოდა. იმედია გაეცინა, ადამიანს იუმორის გრძნობაც უნდა გქონდეს.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ