Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

NetEnt-ის დირექტორი: “ონლაინი ნამდვილ კაზინოს მთლიანად ჩაანაცვლებს”

NetEnt-ის დირექტორი: “ონლაინი ნამდვილ კაზინოს მთლიანად ჩაანაცვლებს”

NetEnt-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული პროვაიდერია, რომლის მოგებაც 2020 წელს 13%-ით გაიზარდა.

 

NetEnt-ს ევროპის ბაზრის 31% უკავია და ისეთ ცნობილ კაზინოებთან თანამშრომლობს როგორებიცაა William Hill, Paddy Power, 888, Ladbrokes და სხვები. 

 

პროვაიდერის აღმასრულებელმა დირექტორმა, პერ ერიქსონმა Business Review Europe-სთან (BRE) ინტერვიუსთვის მოიცალა და ჩვენც გთავაზობთ ქართულ ვერსიას.

BRE: მოგვიყევით ონლაინ თამაშების ინდუსტრიაზე ევროპაში, როგორ იზრდება და როგორი კონკურენციაა ბაზარზე?

 

ერიქსონი: ევროპაში ონლაინ თამაშების ბიზნესი ყოველწლიურად 10 პროცენტით იზრდება. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაშიც. მათ შემდეგ, მესამე ადგილზე მოდის აზია. 

 

კორონავირუსის გამო ამერიკამ მეორე ადგილზე გადმოინაცვლა, თუმცა ვვარაუდობთ რომ ოკეანის გაღმა კონტინენტი მალე დაუბრუნდება პირველ ადგილს. მითუმეტეს ლიცენზიას ველოდებით ნიუ ჯერსიში, ატლანტიკ სიტიში, კაზინოების ქალაქში, რომელიც ჩვენს ბაზარს უფრო გაამდიდრებს.

 

BRE: თუ გაქვთ თამაშები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ?

 

ერიქსონი: სლოტები დღეს ყველაზე პოპულარულია, რომლებმაც დიდ ბრიტანეთშიც კი ჩაანაცვლეს სამაგიდო თამაშები. გამორჩეულად ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ დიდი პროვაიდერი ვართ და უამრავი პოპულარული თამაში გვაქვს. 

 

არსებობს სლოტი, რომელიც 10 წლის წინ გამოვუშვით, მაგრამ მაინც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. აქ ალბათ მოთამაშეების სენტიმენტებია, რომლებსაც რეტრო სტილი ძალიან იზიდავთ. თან მათი ალგორითმი სხვანაირად მუშაობს და გამოცდილმა მოთამაშეებმა იციან თუ როგორ მიუდგნენ და მოუგონ.

 

BRE: როგორ ფიქრობთ, გააქრობს თუ არა ონლაინი ნამდვილ, მიწის კაზინოებს?

 

ერიქსონი: მიწის კაზინოებს ჯერჯერობით ჰყავთ თავიანთი მოთამაშეები და შეუძლიათ იარსებონ ონლაინ სამყაროსთან ერთად, რადგან უამრავი ადამიანია, რომელიც კაზინოში გასართობად დადის და არა ფულის მოსაგებად, კაზინოს პრინციპიც ხომ ეგ არის? 

 

თუმცა თავის მხრივ ონლაინ თამაშებსასც ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. შეგიძლია ითამაშო მაშინ, როდესაც ავტობუსს ელოდები, შეკვეთილ საჭმელს, ტუალეტში ყოფნისას, მოკლედ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გართობა დღევანდელ ეპოქაში. 

 

სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში ონლაინ სივრცე მთლიანად ჩაანაცვლებს ნამდვილ კაზინოს, რადგან დღევანდელი თაობა მთლიანად გადასულია სმარტფონებზე და ტაბლეტებზე.

 

BRE: შესაბამისად სმარტფონები და ტაბლეტები დიდად მოქმედებენ ბაზარზე

 

ერიქსონი: რა თქმა უნდა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ პერსონალური კომპიუტერიც. სავარაუდოდ დესკტოპსაც მალე გააქრობენ სმარტფონები, თუმცა არსებობს ხალხი ვინც კომპიუტერით თამაშიშას იღებს სიამოვნებას, რადგან თანამედროვე სლოტების დიზაინი და აუდიო ბევრად სასიამოვნო აღსაქმელია დესკტოპზე ვიდრე სმარტფონებში. 

 

ზუსტად ამიტომ ვმუშაობთ ტაბლეტებისთვის განკუთვნილ სლოტებზე. პლანშეტებს უფრო დიდი გამოსახულება და უკეთესი საუნდი აქვთ. ამიტომ არ გვსურს რომ ბოლომდე დავკარგოთ პერსონალური კომპიუტერი. 

 

BRE: რა ტრენდს უნდა ველოდოთ ევროპულ ბაზარზე?

 

ერიქსონი: დღეს ევროპაში ბევრი რეგულაციაა. მაგალითად დიდ ბრიტანეთში გადასახადები 15%-ს შეადგენს და მთავრობას სტაბილურად გარანტირებული შემოსავალი აქვს.

 

იტალიასა და დანიაში გადასახადები 20%-ია. საფრანგეთში კი ყველაზე მაღალია - 33%-ი. ნიდერლანდები და სხვა ქვეყნები წელს ჩამოყალიბდებიან. 

 

ჯერჯერობით ჩვენც მეტწილად გაურკვევლობაში ვართ. ველოდებით ბაზრის დარეგულირებას, რათა სტაბილურად დავგეგმოთ ჩვენი აქტივობები. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ