სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.39 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

5.39 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

დღეს პრემიერლიგაში საკმაოდ საინტერესო თამაშები გვაქვს და ჩვენც შევეცდებით პოზიციების გამოცნობას.

 

დავიწყოთ მანჩესტერი-საუთჰემპტონით. იუნაიტედს აუცილებლად მოგება სჭირდება სახლში, ორი ტურია არ გაუმარჯვია. გახსოვთ ალბათ შეფილდთან წაგება და შემდეგ არსენალთან ფრე.

 

აი, შეფილდთან ნამდვილად არ უნდა მოეგოთ იმ თამაშით, მოეგოთ კი არა ქულასაც არ იმსახურებდნენ და დამსახურებულად დამარცხდნენ. არსენალთან კიდევ რაღაცას გავდა თამაში თუმცა ლონდონში ფრე უფრო ლოგიკური იქნებოდა ვიდრე იუნაიტედის მოგება.

 

დღეს სავარაუდოდ მოიგებენ წითელი ეშმაკები, თუმცა მაინც ვერ ვრისკავთ ერთიანის აღებას და მშვიდად გვირჩევნია მეტი გოლი, მითუმეტეს რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში ხშირად გადის გოლები.

 

მართალია საუთჰემპტონი წელს არ გამოირჩევა მაღალშედეგიანობით, თუმცა თუ მანჩესტერის დაცვას გავითვალისწინებთ, ყველას შეუძლია მათ კარში გოლის გატანა და სავარაუდოდ დღესაც გაუშვებს ერთს მაინც. საუთჰემპტონის ერთ გოლს 1.55 აქვს.

 

აი, იუნაიტედი კი წელს თამამად ვიტყვით რომ მეტისტია და ძნელად პროგნოზირებადი. ორივეს გატანას და ერთიანს, ბანალურად მეტ გოლს ვამჯობინებთ.

 

მანჩესტერი - საუთჰემპტონი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.60)


 

შემდეგი პოზიცია ვულვზი-არსენალიდან გვაქვს. ვულვზი ძალიან ცუდ ფორმაშია, არსენალი კი პირიქით. ლონდონელებმა დაიწყეს მოგებები. 

 

ვულვერჰემპტონმა ბოლოს პრემიერლიგაში 15 დეკემბერს მოიგო სახლში, ჩელსისთან 2-1.

 

თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ რომ ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდმა ლონდონში არსენალიც დაამარცხა.

 

ჩვენი აზრით ორივე გუნდი გაიტანს გოლს, თუმცა მაინც კუთხურები გვირჩევნია, რადგან ორივე კლუბი მოსაგებად გავა მინდორზე და ორივეს უყვარს კუთხურები, მითუმეტეს ურთიერთშეხვედრებში.

 

ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში გუნდებმა 60 კუთხური მოაწოდეს, რაც საშუალოდ 12-ია.

 

ვულვზი - არსენალი

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.47)


 

გადავინაცვლოთ ნიუკასლში, სადაც ადგილობრივი იუნაიტედი კრისტალ პალასს უმასპინძლებს. 

 

ამ შეხვედრაში აუტებს ვფიქრობთ. ზოგადად ნიუკასლის მატჩებში ხშირია აუტები და დღეს ლონდონელებთანაც წესით უნდა წამოვიდეს, რადგან თანაბარი ძალის გუნდები არიან და უშეღავათო ბრძოლა ექნებათ. 

 

ვფიქრობთ რომ თავიდანვე მაღალი პრესინგი იქნება და ტექნიკურად ბევრჯერ შეცდებიან ფეხბურთელები. 

 

ურთიერთშეხვედრებშიც სულ მოდის აუტები. ბოლო 6 ურთეირთდაპირისპირებაში 299 აუტი ჩააწოდეს გუნდებმა, რაც საშუალოდ 49.83-ია. ჩვენ კი მხოლოდ 40 გვინდა.

 

ნიუკასლი - კრისტალ პალასი

 

აუტების რაოდენობა 39.5 - მეტი (1.65)


 

ბოლო პოზიცია შეფილდი-ვესტ ბრომიდან გვაქვს. გუნდები ბოლო ორ ადგილზე არიან და სავარაუდოდ ორივე მათგანი დაქვეითდება ჩემპიონშიპში, თუმცა ბრძოლა ჯერ წინაა.

 

ვესტ ბრომმა რომ მოიგოს 6 ქულაღა იქნება სხვაობა მე-17-ე ადგილოსან ბრაიტონთან ამიტომ, წესით ბოლომდე იბრძოლებს.

 

ხოლო თუ შეფილდმა მოიგო, რომელმაც ორი ტურის წინ იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე დაამარცხა, ფერზე მოვა კრის ვაილდერის გუნდი და ჩაებმევა გადასარჩენად ბრძოლაში.

 

ამიტომ ძალიან დაძაბულ მატჩს ველოდებით და ვფიქრობთ, რომ 3 ბარათი მაინც ამოვა.

 

მსაჯი პოლ ტირნია, რომლის განსჯილ მატჩებში ბევრი ჯარიმაცაა და ბევრი ბარათიც. ზუსტად რომ ვთქვათ, საშუალოდ მატჩში 25.62 ჯარიმაა და 3.77 ყვითელი.

 

ბევრი ფიქრის შემდეგ, ჩვენ ბარათები ვარჩიეთ ჯარიმებს.

 

შეფილდი - ვესტ ბრომი

 

ბარათების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.39)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია დღესაც გამწვანდება ბილეთი, გისურვებთ წარმატებებს! 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ