52 წლის ორი შვილის დედამ, დები მეინარდმა უდიდესი თანხა მოიგო. იღბალი ძალიან უცნაური რამ არის.
ქალბატონ მეინარდს სტუდენტი შვილისთვის უნდა გაევლო გზად უნივერსიტეტში და წამოეყვანა სახლში, თუმცა სამსახურის შემდეგ პიკის საათის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა უახლოეს კაზინოში შესვლა და 10 ფუნტიანი შეაცურა აპარატში.
ორი შვილის დედამ, რომელიც დასავლეთ სასექსში, საუთჰემპტონში ცხოვრობს, 66 ცენტიანი ბეთით 15,699 ფუნტი მოიგო.
დები მეინარდი:
“არ ვიცი რა მოხდა, აქამდე არასდროს მითამაშია. დროის გაყვანის მიზნით შევედი გასართობად, დავჯექი რომელიღაც აპარატზე და მეორე სპინზევე ატყდა გამარჯვების სიგნალი. თურმე 15,699 ფუნტი მომიგია. გასაოცარი იყო, ვერ ვიჯერებდი”.
კომპანიამ გამარჯვებულს თანხა ქეშად გადასცა.
ქალბატონი მეინარდი:
“ძალიან იღბლიანი ვარ. დღეს დილას პატარა ჩანთით გამოსვლას ვაპირებდი, თუმცა ბოლოს მაინც დიდს დავავლე ხელი”.
კი, მართლაც რომ ძალიან იღბლიანი დები. 15,699 ფუნტს პატარა ჩანთაში ვერ ჩაატევდა. ნამდვილად მისი დღე იყო.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ