სამშაბათს საღამოს ჩელსის ფანმა, ჯორდან ბრაიტმენმა მაკდონალდსი გამოიძახა და ატლეტიკო-ჩელსის მატჩს ჩაუჯდა. როდესაც კურიერმა შეკვეთა აიღო და ლოკაციისკენ გაემართა, ჯორდანს შეტყობინება მიუვიდა ამის შესახებ.
მთელი ამბავი ისაა, რომ კურიერს რობერტო კარლოსი ერქვა, რაზეც გაეცინა შემკვეთს, დასქრინა სახელი-გვარი და თვითერზე დადო, რომ მისთვის შეკვეთა რობერტო კარლოს მიჰქონდა.
ჯორდან ბრაიტმენი:
“მეც და დედაჩემსაც გვეზარებოდა ვახშმის მომზადება, ამიტომ მაკდონალდსი გამოვიძახეთ. როდესაც ტელეფონს დავხედე და რობერტო კარლოსი დაეწერა, გამეცინა. ეგრევე საფრანგეთის კარში გატანილი ჯარიმა გამახსენდა.”.
ჩელსის ფანის თვითი ვირუსულად გავრცელდა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კარგადაც იხალისა ხალხმა.
ჯორდან ბრაიტმენი:
“ადრე, ერთხელ ადრიანო შემხვდა თუმცა იმ თვითმა არ გაამართლა”.
ადგილზე მისული კურიერი, რობერტო კარლოსი ზრდილობიანი და კომუნიკაბელური აღმოჩნდა. ჯორდანმა უთხრა რომ მის სახელზე გაეცინა, რაზეც პასუხად მიიღო რომ კურიერს მომღერალი რობერტო კარლოსის საპატივსაცემოდ დაარქვეს ეს სახელი და არა - ფეხბურთელის.
თუმცა ხალისი ჯერ კიდევ წინაა. ჯორდანმა თვითს ნოტიფიკაციები გაუთიშა, დაიღალა ბევრი შეტყობინებით. ცოტა ხანში მისმა მეგობრებმა ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს რომ ნამდვილი რობერტო კარლოსიც გამოეხმაურა ამ პოსტს.
ბრაზილიის და რეალის ლეგენდამდეც მივიდა ჯორდანის ხუმრობა და მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველმა დაუკომენტარა კიდეც:
“How was your food?”
ფეხბურთელს აინტერესებდა თუ როგორ მოეწონა ჯორდან ბრაიტემნს მიწოდებული საჭმელი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ