სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პოლიციამ სილამაზის სალონს სლოტის 20 აპარატი ჩამოართვა

პოლიციამ სილამაზის სალონს სლოტის 20 აპარატი ჩამოართვა

ჰანტსვილის პოლიციამ სამშაბათს ჰოლმსის ავენუეზე სილამაზის სალონს სლოტის 20 აპარატი ჩამოართვა და ჯარიმაც დააკისრა 3,000 დოლარი. 

 

სილამაზის ცენტრში არალეგალურად ჰქონდათ გახსნილი აზარტული თამაშების სივრცე. შენობას გარედან ეწერა რომ მხოლოდ კლუბის წევრებს შეეძლოთ სალონში შესვლა. თურმე საქმე იმაში ყოფილა რომ კანონდამრღვევები მალავდნენ აპარატებს.

 

ძალიან საინტერესოა თანამედროვე ეპოქაში რატომ უნდა გააკეთო არალეგალური თამაშების სივრცე. ლეგალურადაც არჩევანი დიდია, თუ არადა ონლაინში ითამაშებს ადამიანი.

 

ყველაზე სასაცილო კი ის ფაქტია თუ როგორ მივიდა ხმა პოლიციამდე. ერთ ჩვეულებრივ დღეს მთამაშე გამოვიდა სალონიდან და გაღებულ კარში გარეთ მდგომმა პოლიციელმა შემთხვევით დაინახა სლოტის აპარატი. 

 

ჰანტსვილის პოლიციას არავინ დაუკავებია. მხოლოდ ჩამოართვეს აპარატები და დააკისრეს ფულადი ჯარიმა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ