დღეს ჩატარდა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და ცნობილია თუ ვინ ვის შეხვდება მეოთხედ ფინალსა და ნახევარ ფინალში.
ძალიან საინტერესო წყვილები გვაქვს.
პეპის მანჩესტერ სიტი დორტმუნდის ბორუსიას შეხვდება. მოქმედი ჩემპიონი მიუნხენის ბაიერნი ფინალისტ პსჟ-ს. მადრიდის რეალი - ლივერპულს, ხოლო პორტო - ჩელსის.
ბუკმეიკერებმა წელსაც მანჩესტერ სიტის მიანიჭეს უპირატესობა. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო პეპის გუნდზე უბრალოდ როდემდე უნდა იყვნენ ნომერ პირველი ფავორიტები არ გვესმის. საერთოდ არ გაგვიკვირდება დორტმუნდმა რომ გააგდოს.
2021 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები:
ბევრისთვის მოულოდნელად ჩელსი არის მესამეზე საკმაოდ დაბალი კოეფიციენტით. თუ ლამპარდის გუნდი აშკარა აუტსაიდერი იყო, ახლა ტუხელის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც კი აქვს.
ეს იმიტომ რომ 8 გუნდში ყველაზე სუსტი პორტო შეხვდა ჩელსის. მეოთხედ ფინალური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ტუხელის გუნდი რეალი-ლივერპულის გამარჯვებულს შეხვდება. წელს მადრიდული და მერსისაიდული გუნდები ცუდად თამაშობენ და ჩელსის ექნება შანსი რომ გავიდეს ფინალში, იქ კი აღარავინ იცის რა მოხდება. გავიხსენოთ ბაიერნთან ფინალი, მაშინაც აშკარა აუტსაიდერი იყო, მაგრამ სასწაულებრივად მოახერხა ლიგის მოგება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ