2 თვის წინ ნიდერლანდელმა ინდი მელინკმა გენდერულად და რასობრივარდ ნეიტრალური ბანქო შექმნა, რადგან მას აბრაზებდა ის ფაქტი რომ კაროლი დამაზე უფრო ფასობდა.
ერთი კვირის წინ კი გამოჩნდა ამერიკელი მაიან სეგალი, რომელმაც ზუსტად ამ მოტივით გამოუშვა ახალი ბანქო სახელად - Queeng.
თუმცა აღსანიშნავია, რომ მაიან სეგალმა 3 წლის წინ მხოლოდ გენდერულად თანასწორი ბანქო გამოუშვა და 50,000 დასტა გაყიდა. ახალ ბანქოში, Queeng-ში როგორც გენდერულად ასევე რასობრივად და ეთქნიკურად თანასწორი კარტები შეგხვდებათ.
Queeng-ში კაროლს სხვადასხვა კანის ფერი აქვს და 4 ვალეტიდან ორი პრინცესად არის გადაკეთებული.
მაიან სეგალი:
“წინა დასტამ, სადაც კარტები გენდერულად თანასოწრნი არიან, დიდი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ ხალხი გვეუბნებოდა რომ უკეთესი იქნებოდა თუ ბანქო რასობრივადაც დაბალანსებული იქნებოდა.
შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ Queeng გამეკეთებინა და მოთამაშეებისთვის რეალური მსოფლიო გვეჩვენებინა”.
ბიზნესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. Queeng-ის გამოსვლიდა 5 დღეში 4,000 დასტა გაიყიდა.
კაროლს ჰქვია მონარქი და შეიძლება იყოს ქალიც და კაციც.
დამა გადაკეთდა ჰერცოგად. ქალ ჰერცოგს ჰქვია Duchess, ხოლო კაცს - Duke.
ოთხი ვალეტიდან კი ორი პრინცია და ორი პრინცესა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ