სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჯონ კოლეტი - 2021 წლის საუკეთესო თაღლითი

ჯონ კოლეტი - 2021 წლის საუკეთესო თაღლითი

7 აპრილს ციხეში ჩასვამენ წლის საუკეთესო თაღლითს, ჯონ კოლეტის, რომელიც ბოლო 2 წლის გამნავლობაში საოცრად წარმატებულ მაქინაციურ სქემებს აწყობდა. 

 

სტატიის ფოტოს თუ შეხედავთ იფიქრებთ, რომ სურათზე ასაკიანი კაცია, მაგრამ ცდებით. კიოსკის კამერით გადაღებულ ფოტოზე 56 წლის ჯონ ქრისტოფერ კოლეტია, რომელიც პროთეზულ ნიღბებს იყენებდა და მალავდა ვინაობას.

 

კოლეტიმ შექმნა ნიღბის რამდენიმე პროთეზი, რომ დანაშაულის დროს პოლიციას სხვა ადამიანი ჰგონებოდა. თუმცა პანდემიის გამო ეკეთა პირბადეც, სათვალეებიც და უფრო კარგად მალავდა საკუთარ თავს.

 

56 წლის თაღლითი ორ შტატში საქმიანობდა და 2 წელიწადში 125,740 დოლარი მოიპარა ადამიანებისგან. ჯონ კოლეტი შავ ბაზარზე ყიდულობდა კაზინოს VIP წევრების მართვის მოწმობებს, სოციალური უსაფრთხოების ციფრებს და ტელეფონის ნომრებს. 

 

კიოსკში ფულის გასანაღდებლად მეტი არაფერი გჭირდება, უნდა წარმოადგინო მართვის მოწმობა, სოციალური დაცვის ბოლო ოთხი ციფრი და ტელეფონის ნომერი. 

 

ჯონ კოლეტი 2 წლის მანძილზე ძალიან ფრთხილობდა და გამოჰქონდა მინიმალური თანხები. აკეთებდა ისე, რომ თვალში არავის მოხვედროდა საკუთარი ბანკის ანგარიში. თაღლითი პროთეზებს ისე იდეალურად ქმნიდა, რომ კიოსკში ვერაფერს ხვდებოდნენ, თუმცა ბოლოს მაინც დაიჭირეს. 

 

კოლეტის 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

ჯონ კოლეტიმ პირველი შეცდომა MGM Grand კაზინოში დაუშვა. სხვადასხვა კიოსკში თაღლითმა ერთ დღეში 15 ტრანზაქცია გააკეთა და 30,000 დოლარი გამოიტანა, რამაც პოლიციის ყურადღება მიიპყრო.

 

MGM-დან გამოსული შევიდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც 10 წუთი დაჰყო. კვების ობიექტის ტუალეტში დატოვა ქუდი, თეთრი მაისური, ლურჯი ჯინსი, რომელშიც ორი სხვადასხვა მართვის მოწმობა იდო და საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, პოლიციამ სერიოზული ეჭვი აიღო. 

 

დაიწყო კოლეტის თვალთვალი და სამ თვეში, 2020 წლის 12 მარტს დააკავეს კიდეც კიოსკიდან გამოტანილ 20,000 დოლართან ერთად.

 

ჯონ კრისტოერ კოლეტი სპეციალურად ეძებდა მდიდარი ხალხის მონაცემებს. 

 

რაც უფრო ბევრი ფული გაქვს და პოპულარული ხარ, მით უფრო მეტი ინფორმაციაა შენზე შავ ბაზარზე და ინტერნეტში. აი, ეს წინადადება თქვა ერთხელ მისმა მეგობარმა და კოლეტის დაებადა გენიალური იდეა. თან პროთეზის ოსტატიც იყო.

 

თაღლითის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 80-მდე პროთეზი, ე.წ ფლეშკა, რომელზეც 1,000-ზე მეტი ადამიანის მართვის მოწმობა იყო, ასევე მათი საბანკო ანგარიშები, ვის რამდენი ერიცხებოდა ხელფასი, დაბადების თარიღი, მისამართი, სამსახური, ტელეფონის ნომრები, მოკლედ ყველაფერი. 

 

ჯონ კოლეტი დიდი ხანი მოქმედებდა უშეცდომოდ, მაგრამ 7 აპრილს, დილის 11:00 საათზე ჩაჯდა ციხეში. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ