არგენტინაში ბუენოს აირესის პოლიცამ კიდევ ერთი არალეგალური კაზინო დაკეტა. ქალაქის პოლიციამ 23 ჩინელი ადამიანი დააკავა.
დაკავებისას დამნაშავეებს ამოუღეს 5 მილიონი პესო, რაც მხოლოდ 54,000 აშშ დოლარია. ასევე მიაგნეს კოკაინს და ცეცხლსასროლ იარაღს.
არალეგალური კაზინო მშვენივრად იყო მოწყობილი სამ სართულიან სახლში. დაწესებულება სტუმრებს ღებულობდა 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე. დამნაშავეებს ზუსტად ის დრო ჰქონდათ არჩეული, როდესაც ბუენოს აირესის ქუჩებში გამოსვლა აკრძალულია პანდემიის გამო.
ძალიან ჭკვიანურია, არალეგალ ჩინელებს მშვენივრად ჰქონდათ ყველაფერი გათვლივლი, რომ არა მეზობლის ძაღლი.
გამოძიება 16 აპრილს დაიწყო.
არალეგალური კაზინო ერთ წყნარ უბანში იყო გაკეთებული, სადაც ერთი მეზობელი ჩუმად არღვევდა კანონს და გამოდიოდა ღამის 10 საათის მერეც ძაღლის გასასეირნებლად.
ძაღლის პატრონმა რამდენჯერმე შენიშნა თუ როგორ შედიოდა ათეულობით ადამიანი სამ სართულიან სახლში, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ჩინელებს ჰქონდათ ნაქირავები და არგენტინაში თურმე მიჩვეულები არიან 20-30 ჩინელის ერთ სახლში ცხოვრებას.
ერთ საღამოსაც, სეირნობისას მეზობელს გაექცა ძაღლი ხელიდან და პირდაპირ მათ სახლში შევარდა. რა თქმა უნდა, შეყვა პატრონიც და დაინახა ნამდვილი კაზინო: რულეტკის და პოკერის მაგიდები, სლოტის აპარატები.
იმ დღესვე მივიდა პოლიციაში ბუენოს აირესელი და განაცხადა მომხდარის შესახებ. პოლიციამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა არგენტინელს ძაღლის გასეირნების გამო და დაიწყო გამოძიება.
დღეს გამთენიისას კი ორდერით შევარდა პოლიცია და დააკავა ყველა დამნაშავე.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ