სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

დევიდ ბექჰემმა შვილს 10 მილიონიანი სახლი უყიდა (ფოტოები)

დევიდ ბექჰემმა შვილს 10 მილიონიანი სახლი უყიდა (ფოტოები)

ინგლისელმა ფეხბურთელმა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, დევიდ ბექჰემმა შვილს ბრუკლინს და მის მეუღლეს, ნიკოლა პელცს, ქორწინებიდან 1 წლის თავზე, 10 მილიონ დოლარიანი სახლი აჩუქა.

 

მდიდრული სასახლე კალიფორნიაში, ბევერლი ჰილსზე მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც 650 კვადრატული მეტრია. სახლის ვერანდიდან ჩანს ჰოლივუდის ულამაზესი გორები და მთელი ლოს ანჯელესი. 

 

თუმცა ინტერნეტმა ეს ამბავი აიტაცა და მთელმა ქვეყანამ დასცინა 22 წლის ბრუკლინს, რომელიც მოდელია, მაგრამ სტაბილური სამსახური და შემოსავალი არ გააჩნია.

 

სოციალურ ქსელებში ბექჰემის შვილს ბოღმანარევი ტონით “ტროლავენ”, რომ მას არ შეუძლია 10 მილიონიანი სახლის შეძენა და მშობლების იმედზეა დარჩენილი. ინტერნეტში პოსტავენ, რომ ბრუკლინი მშობლების ფულით ერთობა და არ იკლებს არც ვეგასს და არც - მაიამის.

 

რატომაც არა?! ბრუკლინის მშობლების, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ბიუჯეტი 450 მილიონ დოლარზე მეტია. რა არის ცუდი იმაში, შვილს ქორწინების წლისთავზე 10 მილიონიანი სახლი აჩუქო?

 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ