გუშინ ვეგასში დააკავეს ალბათ ყველაზე უიღბლო ქურდი ქვეყნის არსებობის ისტორიაში. 25 წლის მეთიუ პიტერსონმა უდიდესი სისულელე ჩაიდინა.
მოკლედ, რა მოხდა. მეთიუ პარკინგზე დიდ ხანს უცდიდა Waterloo-ში მოთამაშე ერთ-ერთ ადამიანს, დაგ ჰარისს, რომელსაც 3,500 დოლარის ჩიპები დაუნახა.
მიზანში ამოღებული ჰარისი, თანხის განაღდების შემდეგ, გამოვიდა ვოტერლოს შენობიდან, მივიდა თავის მანქანასთან, გააღო კარი და ფული ჩანთაში მოათავსა თუ არა, ზუსტად იმ მომენტში, 100 მეტრის მოშორებიდან უცხო ადამიანმა ხმამაღლა მიმართა, რომ კიდევ ჰქონდა მას დარჩენილი გასანაღდებელი ჩიპები.
ფულის გაგონებაზე, დაბნეული ჰარისი მოშორდა მანქანას და გაემართა უცხო ადამიანისკენ. ამ დროს 25 წლის მეთიუ პიტერსონი მიეპარა დაგ ჰარისის ავტომობილს და ჩანთა ამოაცალა.
უცხო ადამიანი და მეთიუ პიტერსონი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მაგრამ არ იცოდნენ თუ რას აკეთებდნენ.
Waterloo-ს დაცვის კამერების ზედამხედველმა, რა თქმა უნდა, შენიშნა პარკინგზე მომხდარი ამბავი და პოლიციას შეატყობინა.
სახლისკენ წყნარად მიმავალი პიტერსონი ზუსტად 5 წუთში დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, მას ჩანთა არც გაუხსნია, რადგან ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ჩანთიდან ამოიღეს 63,000 დოლარი და მეთი.
25 წლის დამნაშავე შოკში ჩავარდა, წამებში გააანალიზა თუ რა მოხდა და რა ელოდებოდა. სავარაუდოდ მეთიუს შემდეგი 11 წელი გარეთ ვერ ვნახავთ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ