სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

10 ნიშანი როცა ადამიანს თამაშთან პრობლემა აქვს

10 ნიშანი როცა ადამიანს თამაშთან პრობლემა აქვს

თუ ამ ათი ნიშნიდან, ორს ან სამს მაინც აკმაყოფილებთ და გულის სიღრმეში მაინც ჩათვლით რომ სტატიაში მოყვანილი ადამიანი ოდნავ მანც გგავთ, აუცილებლად მიმართეთ რომელიმე ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს. 

 

 

 

 

 

 

#1. მოტყუება

 

ადამიანებს, რომლებსაც გემბლინგთან პრობლემა აქვთ, მალავენ რომ თამაშობენ. არ ამბობენ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან.

 

#2. წაგებული თანხის ამოღება

 

ზოგი მოთამაშე ამბობს, რომ როგორც კი წაგებულს ამოიღებს და პლიუსში გავა, იმ დღესვე შეეშვება თამაშს. ძირითადად, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

 

#3. ფულის სესხება

 

თუ მოთამაშეს პრობლემა აქვს, ის სათამაშოდ თანხას სესხულობს მეგობრებისგან და უცნობებისგანაც კი. თან ისე, რომ არ ასახელებს ნამდვილ მიზეზს - ეს კი ზემოხსენებულ პირველ ნიშანსაც ესადაგება - მოტყუებას. 

 

#4. ფსონის გადაჭარბება

 

თამაშზე დამოკიდებული ადამიანები გაუაზრებლად ჩამოდიან დიდ ფსონებს. რაც უფრო ბევრს დებენ, ბევრის მოგების მიზნით, მით უფრო მეტს აგებენ.

 

#5. თამაშით შეპყრობა

 

ამ დროს ადამიანი მხოლოდ თამაშზე ფიქრობს. როდის ითამაშა ბოლოს, რა ხდებოდა და რას გრძნობდა თამაშის მომენტში, რა მოხდებოდა ყველაფერი რომ სწორად წასულიყო... და რა თქმა უნდა, სულ ფიქრობს როდის ითამაშებს ნებისმიერი მიზეზით, რაც შეიძლება მალე. 

 

#6. თამაშისთვის თავის დანებება

 

ბევრმა დამოკიდებულმა მოთამაშემ იცის, რომ ამ ყველაფერს თავი უნდა დაანებოს, მაგრამ ვერაფრით ახერხებს. საკუთარ თავს ვერ არწმუნებს და ვერ აიძულებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევა.

 

#7. თამაში საჭიროების გარეშე

 

დამოკიდებულები თამაშობენ მაშინაც, როცა ფინანსური საჭიროება არ მოითხოვს ამას. როგორი დიდი შემოსავლიც არ უნდა ქონდეთ, ისინი ყოველთვის გაღიზიანებულები, მოუსვენრები და აღელვებულები არიან თუ არ თამაშობენ.

 

#8. პრობლემის დავიწყება

 

დამოკიდებულს პრობლემების დავიწყების ერთ-ერთი გზა თამაში ჰგონია. ზუსტად ისე, როგორც ზოგი ალკოჰოლის საშუალებით ცდილობს იგივეს.

 

#9. ფულის მოპარვა და მითვისება

 

როცა დამოკიდებულ მოთამაშეს ამოეწურება ყველა გზა თანხის საშოვნელად, ხშირია შემთხვევები, როცა ის ფულის მოპარვაზე  გადადის.

 

#10. თამაში პირველ ადგილზე

 

ადამიანი ისე შეიძლება გახდეს დამოკიდებული, რომ შეუძლია თამაში პირველ ადგილზე დააყენოს თავის ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა მდიდარია თუ ღარიბი. ოჯახს, მეგობრობას, სწავლას, სამსახურს, მომავალს - ყველაფერს რისკის ქვეშ აყენებს და მხოლოდ თამაშზე ფიქრობს. 

 

 

 

ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი მსგავსი პრობლემით არ მიმართავს ექიმს. ჰგონია, რომ ფსიქოლოგის გარეშეც გადალახავს პრობლემებს და ერთხელ და სამუდამოდ დაანებებს თამაშს თავს, რასაც UCLA-ს უნივერსიტეტის პროფესორები არ ეთანხმებიან. 

 

ექიმი, ფსიქოლოგი დევიდ სეკი

Image result for dr david sack

 

ფსიქოლოგი დევიდ სეკი მთავარი ექიმია კლინიკა Elements Behavioral Health-ში, რომელიც ამერიკის მასშტაბით მოწინავე ადგილზე იმყოფება და მთელ ქვეყანაში აკონტროლების თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს და კურნავს მათ ფსიქოლოგიური სეანსებით.

 

გთავაზობთ დევიდ სეკთან კითხვა-პასუხს:

 

კითხვა: როგორ ხდებიან ადამიანები თამაშზე დამოკიდებულები?

პასუხი: მოთამაშე დამოკიდებული ხდება მაშინ, როდესაც დიდი მოგების მოლოდინით მიღებული ემოცია აჭარბებს რეალური მოგებით გამოწვეულ სიხარულს. ამ დროს, ადამიანი გამოყოფს დიდი ოდენობით დოპამინს, რომელიც აძლევს მოტივაციას, რომ განაგრძოს თამაში მიუხედავად ცუდი შედეგებისა. 

 

კითხვა: ზოგადად ვინ დგას ყველაზე დიდი რისკის ქვეშ, რომ გახდეს თამაშზე დამოკიდებული?

 

პასუხი: თამაშზე დამოკიდებული ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, ნებისმიერ სოციალურ ფენაში, თუმცა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ღარიბ უბანში გაზრდილი ხალხი დგას.

 

რისკის ქვეშ მდგარი ჯგუფების სამეცნიერო კვლევების სტატისტიკა ასეთია:

 

  • მამრობითი სქესი 
  • ბავშვები, რომლებიც მოთამაშეების ოჯახში იზრდებიან.
  • ახალგაზრდები, რომლებმაც ადრეულ ასაკში დიდი თანხა მოიგეს.
  • ადამიანები ვისაც აქვთ მენტალური პრობლემები, დეპრესია, ბიპოლარული დარღვევა, შფოთვა.
  • ხალხი, ვინც პარკინსონის დაავადების გამო დოპამინს ღებულობს.

 

კითხვა: რატომ აგრძელებენ ადამიანები თამაშს მიუხედავად იმისა, რომ ვერ იგებენ თანხას?

 

პასუხი: მოთამაშეებს სჯერათ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიგებენ დიდ თანხას. პოკერში, ტოტალიზატორსა და მსგავს თამაშებში, რომლებსაც ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება სჭირდება, მოთამაშეები ვერ ეგუებიან წაგებას და განუწყვეტლივ ცდილობენ მოწინააღმდეგის დამარცხებას. თამაშზე დამოკიდებული ადამიანები საკუთარ თავს პროფესიონალებს უწოდებენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

კითხვა: არსებობს თუ არა თამაშის დროს ეტაპები, რაც საბოლოოდ ადამიანს თამაშზე დამოკიდებულს ხდის?

 

პასუხი: დიახ, თამაშზე დამოკიდებული ხალხი 5 ეტაპს გადის. 

 

  • პირველი ეტაპი თანხის მოგებაა. ამ დროს ადამიანს გონია, რომ ცხოვრებას და კარიერას თამაშით აიწყობს.
  • მეორე ეტაპი თანხის წაგებაა. ადრე თუ გვიან მოთამაშე დამარცხდება.
  • მესამე ეტაპზე ადამიანი შეურაცხადი და სასოწარკვეთილი ხდება 
  • მეოთხე ეტაპი უიმედობაა. 
  • მეხუთე ეტაპი კი - გამოფხიზლება, გონზე მოსვლაა. მოთამაშე აღიარებს, რომ პრობლემები აქვს და დახმარება სჭირდება.

 

კითხვა: რა არის საუკეთესო გზა, რისი მეშვეობითაც ადამიანი თამაშს თავს დაანებებს?

 

პასუხი: თერაპია ფსიქოლოგთან, მხარდაჭერა და ურთიერთობა ერთი და იგივე პრობლემის მქონე ადამიანებთან. ჩვენ ვეძებთ მედიკამენტებს, რომლებიც შემოვლითი გზით, არაპირდაპირ აფერხებს ტვინის უჯრედებს გამოყონ დოპამინი. ამის საშუალებით მცირდება მოგონებები და ძლიერი სურვილი თამაშზე.

შევიმუშავეთ მკურნალობის რამდენიმე ტიპი და მედიკამენტები კომპულსური მოთამაშეებისთვის, რაც შეიცავს ოპიოიდს, სეროტონის ინჰიბიტორებს და ხასიათის სტაბილიზატორებს. ხანდახან ვუნიშნავთ ანტიდეპრესანტებს, რადგან სეროტონინის სისტემაზე მოქმედებს და შეიძლება, დაეხმაროს გაუწონასწორებულ ადამიანს დაბალანსებაში. ბიპოლარული დარღვევის მქონე ხალხისთვის ვიყენებთ ლითიუმს. ნალმეფენი კი გვეხმარება შევამციროთ პოზიტიური დამოკიდებულება თამაშზე და მოგების სურვილზე. 

 

კითხვა: რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანებს, ვინც ჯერ არ არის თამაშზე დამოკიდებული, მაგრამ ცოტაღა უკლია?

 

პასუხი: კვლევების თანახმად, მოთამაშეების 80% თითქმის არასდროს ითხოვს დახმარებას. ფსიქოლოგთან მხოლოდ მას შემდეგ მიდიან, როდესაც უკვე ღრმად აქვთ შეტოპილი და გემბლინგზე დამოკიდებულები არიან. ადამიანებმა აუცილებლად უნდა აკონტროლონ თავი და თუ დააფიქსირებენ რაიმე ნიშანს, რაც თამაშზე დამოკიდებულობას ნიშნავს, აუცილებლად ხმამაღლა უნდა თქვან, გააგებინონ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მიმართონ ფსიქოლოგს სანამ გვიანი არ არის. 

 

 

როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, თუ ზემოდ ხსენებულ ორ ან სამ პუნქტში მაინც აღმოაჩინეთ საკუთარი თავი აუცილებლად ითხოვეთ დახმარება, მიმართეთ ფსიქოლოგს.

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ