მაიამი ჰიტის ლეგენდა, დუეინ უეიდი საკმაოდ აზარტული ადამიანია. ის არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა სათამაშო დაწესებულებაში.
უიედის ყოფილმა გუნდელმა, ნორის კოულმა ერთ-ერთ პოდკასტში ძალიან მაგარი ამბავი გაიხსენა.
კოული ამბობს, რომ ერთხელ ახალთახალ პორშეზე დანაძლევდნენ ის და მაიამის ლეგენდა უეიდი.
“ერთხელ, ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, დარბაზში ვიყავით და უბრალოდ ბურთის კალათში სროლით ვირთობდით თავს.
უეიდმა მოედნის ცენტრში უბურთოდ დამინახა და პასი მომცა. როდესაც კალათისკენ შევტრიალდი, სანამ ვისროდი ბურთს დუეინმა გამაჩერა და სანაძლეო შემომთავაზა. თუ ცენტრიდან ამ ბურთს ჩავაგდებდი ვეიდის ახალთახალი პორშე ჩემი გახდებოდა. რა თქმა უნდა, დავთანმხდი
ვისროლე და სასწაულებრივად მართლა ჩავაგდე. უეიდი შემომიტრიალდია და მითხრა, რომ მაიამიში ჩაფრენისთანავე ახალ პორშეს აეროპორტშივე დამახვედრებდა” - იხსენებს ნორის კოული
მართლაც რომ ძალიან მაგარი ისტორიაა. თან წარმოიდგინეთ, რამდენად ძნელია ცენტრიდან ჩაგდება!
პოდკასტის გასვლის შემდეგ, დუეინ უეიდმა თავის ტვიტერზე დაპოსტა, რომ ყველაფერი სრული სიმართლე იყო:
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ