სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პეპ გუარდიოლა ბარსელონასთან ახლოსაა

პეპ გუარდიოლა ბარსელონასთან ახლოსაა

მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და დაადასტურა, რომ აღარ გააგრძელებს თანამშრომლობას ინგლისურ კლუბთან.

 

პეპმა ასევე განაცხადა, რომ სიტიში 7 წლიანი მუშაობის შემდეგ დასვენება სურს, მაგრამ კონტრაქტის ამოწურვასთან ერთად მედიის მთელი ყურადღება მაინც გუარდიოლასკენ იქნება. 

 

პეპი ჯერ მხოლოდ 50 წლისაა და მთელ საფეხბურთო სამყაროს სურს, რომ კვლავ იმუშაოს სხვადასხვა კლუბებში. ყველაზე მეტად ალბათ მისი ბარსაში დაბრუნება გაგვახარებს არა მხოლოდ ბარსას ფანებს.

 

 

გუარდიოლა კატალონიურ კლუბში ცალკე მოვლენა იყო. მისი 2011 წლის ბარსელონა ალბათ საუკეთესოა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და კვლავაც გვსურს ესპანელის ხილვა მშობლიურ კლუბში. 

 

ბარსელონაში ახალი ეპოქა იწყება. მესი აღარ არის გუნდში და არსებობს კრიზისის საშიშროება კატალონიურ გრანდში. ვინ უშველის ბარსას თუ არა პეპ გუარდიოლა? 

 

მოგეხსენებათ, რომ ესპანელი მწვრთნელის სტილი ძალიან უხდება ბარსას ტიკი ტაკას. რაც არ უნდა ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყოლოდა ბაიერნში და რაც არ უნდა ფული დაეხარჯა სიტიში, ალბათ მაინც ყველამ ვიცოდით, რომ ის ვერ ავიდოდა იმ მწვერვალზე, სადაც ბარსელონაში იყო. 

 

ბუკმეიკერებს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია აქვთ ბარსას ფანებისთვის. მათ სჯერათ, რომ პეპის შემდეგი კლუბი ბარსელონა იქნება.

 

რომელ კლუბში /ნაკრებში გააგრძელებს მუშაობას პეპ გუარდიოლა?

 

  • ბარსელონა - 3.00
  • იუვენტუსი - 3.25
  • ესპანეთი - 7.00
  • პსჟ - 11.00
  • ნიუ იორკ სიტი - 11.00
  • ბრაზილია - 13.00
  • არგენტინა - 26.00

 

რას ფიქრობთ, დაბრუნება გუარდიოლა მშობლიურ გუნდში?

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ