სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ფულსქრინმენის ისტორია - გზა სახალხო გმირობამდე (ნაწილი I)

ფულსქრინმენის ისტორია - გზა სახალხო გმირობამდე (ნაწილი I)

ფულსქრინმენის ერისკაცობის სახელი არავინ იცის. მას კახეთში პაპამისი ზრდიდა, რომელიც თავის მხრივ დიდი ყომარბაზი გახლდათ - მის მიერ გაგორებულ ზარზე დღემდე ლეგენდები დადის ზემო მაჩხაანში.

 

ყველაფერი გოგოს სიყვარულით დაიწყო. ფულსქრინმენს, ინსტიტუტში ერთი მშვენიერი მანდილოსანი, ნატო უყვარდა, რომელმაც განუცხადა, რომ მას მხოლოდ კარიერისტი და ფულიანი მამაკაცები აინტერესებდა. ფულსქრინმენს კი პაპამისის მეურნეობის გარდა არაფერი ებადა.

 

სიყვარულით და მოტივაციით გაბრუებული ყმაწვილი ყურძნების და საზამთროების დაჭერაში პაპისეულ ბაღ-ვენახებში ვარჯიშობდა. 

 

ბევრი ვარჯიშისა და შრომის შემდეგ, ფულსქრინმენი თავდაჯერებეული გახდა! თან მოახლოვებული იყო ნატოს დაბადების დღე, 22 სექტემბერი და აუცილებლად ფული უნდა ეშოვა.

 

შემოდგომის საამურად სასიამოვნო თბილი საღამო იდგა. სუპერგმირმა მოიჩხრიკა ჯიბეები, გადააქოთა სახლი და 12 ლარი შეაგროვა. შევარდა საძინებელში, გამოაღო კარადა, საკიდიდან ჩამოხსნა ცელოფნებში გახვეული გამოსასვლელი ტანსაცმელი, გამოეწყო ლამაზად და დაადგა ქალაქის გზას, სადაც რაიონში ყველაზე დიდი სლოტ კლუბი ეგულებოდა.

 

შიგნით შესულს პირველად სახეში სიგარეტის კვამლით გაჯერებული ჰაერი შეეჯახა, შემდეგ კი სლოტის ათობით აპარატიდან ერთდროულად წამოსული, ერთმანეთში არეული მუსიკა. თვალის ცეცებით მოძებნა ცარიელი აპარატი და ზომიერზე მეტად ფერხორციანი და გაბრაზებული მამაკაცის გვერდით დაიკავა ადგილი.

 

ბარნინგი, ბარნინგი - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა უტრიალებდა თმაშესაჭრელ თავში.

 

დაჭმუჭნული ათლარიანი სლოტის აპარატის ეკრანზე ხახუნით შეძლებისდაგვარად გაასწორა და შეაცურა. 1000 ქულა მომენტალურად აისახა სლოტის ანგარიშზე.

 

ჯერ 40 თეთრიანებით დავიწყებ - ბუტბუტებდა თავისთვის და თან ცალი თვალით მეზობელ აპარატზე მოთამაშეს უყურებდა, რომელიც აზარტში შესული 5 ლარიანებს აბრახუნებდა.

 

ხელი უნდობლად გაიწვდინა სპინის ღილაკისაკენ და მსუბუქად დააწვა.

 

გაისმა EGT-ს სპინებისათვის დამახასიათებელი კაკუნი, ეკრანზე კი ყველასთვის გასაოცრად შვიდიანები, ფოთოლი, ფოთოლი, ფოთოლი და შვიდიანები გამოისახა.

 

1200 ლარი! პირველივე სპინზე! 1200! ასეთ რამეს სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა.

 

"საღოლ ძმაო, მაგარი ხარ!.." - ყველა მხრიდან ესმოდა არსაიდან ამოზრდილი გულშემატკივრების შეძახილები.

 

"ყავას ხომ არ ინებებთ?" - ექოდ ჩაესმოდა მიმტანი გოგონას ღიმილიანი შეთავაზება.

 

"მოხსნა მინდა, მოხსნა" - მხოლოდ ეს თქვა და წარმატებით თავბრუდახვეულმა ვიღაცას სიგარეტი თხოვა. 

 

უკვე მოკიდებული მიაწოდეს. 

 

პირველივე ნაფაზზე დაახველა - მერვე კლასის მერე არ მოუწევია და ახლა რატომ მოუნდა, მაგასაც ვერ აანალიზებდა.

 

"თანხა როგორ მოგართვათ?" - აზრთა კორიანტელი ოპერატორის ხმამ გაფანტა.

 

"ასიანები. ას ლარიანები მომიტანე" - უთხრა ფულსქრინმენმა და წელში გასწორდა.

 

მიხვდა! რაღაც ახალი, სრულიად შეუქცევადი და განუმეორებელი დაიწყო მის ცხოვრებაში.

 

"...ცხრა, ათი, თერთმეტი, თორმეტი" - ოპერატორმა თანხის დათვლა დაასრულა და ფულის დასტა გაუწოდა.

 

"ძმა, ძმა, წეღან ამ აპარატზე რვაათასი წავაგე და ერთი თუმნიანს ვერ მიჯიგრებ?" - გვერდიდან შემოუტია დაბალმა მუწუკებიანმა ყმაწვილმა 

- "კაი ბიჭ..." 

"ვერა ჯიგარო, მეც წაგებაში ვარ, ყველა კაპიკი მჭირდება" - უპასუხა ფულსქრინმენმა და საკუთარი თავის უკვირდა, როგორ მალე ადაპტირდა ამ უცხო სივრცეში, უცხო სამყაროში. პასუხმა გაჭრა და ფულის მთხოვნელმაც უკან დაიხია.

 

კარისკენ დაიძრა და გრძნობდა, რომ ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე იდგა - გასულიყო გარეთ ან დარჩენილიყო და სხვა აპარატზე მოესინჯა საკუთარი სუპერ ძალები.

 

ბოლოს მშრომელი პაპა გაახსენდა და სახლისკენ გაეშურა. 

 

 

ბედნიერებისგან აღტაცებულმა ფულსქრინმენმა 500 ლარი გამზრდელ გლეხკაცს აჩუქა, თავისთვის 200 ლარად ახალი ტანისამოსი იყიდა და 400 ლარად ნატოსთვის ყვავილების თაიგული და სუნამო შეიძინა.

 

სატრფოს სახლისკენ მიმავალ ფულსქრინმენს ნატოს ჭიშკართან ლენტით მორთული ახალთახალი მინი კუპერი დახვდა წარწერით - გიასგან.

"გიას თავზეც გავიარე! ეგ ყურუმსაღი!" - ძალიან ლიტერატურული ქართულით გაბრაზდა ფულსქრინმენი. გია თელაველი ბიზნესმენის შვილი იყო, რომელიც მამამისის ფულებით სასურველ სასიძოდ ითვლებოდა მთელს რაიონში და ნატოს გულის მოგებასაც ამ გზით ცდილობდა. 

 

ახალი მანქანით გაბედნიერებულ ნატოს დანახვაზე, ფულსქრინმენს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, გაწითლდა, გული ყელში მოებჯინა, დაყარა ყვავილები, სუნამო ასფალტზე დაანარცხა და დარდის მოსაკლავად, დარჩენილი 100 ლარით კვლავ სლოტ კლუბისკენ გაეშურა.

 

მთლიანად ჩავრიცხავ და ათ ლარიანებს ათჯერ დავარტყამო - გაბრაზებული ფიქრობდა.

 

ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა შესასვლელს, ძლიერად შეაღო კარი და 100 ბარნინგისკენ გაიწია.

 

რამდენიმე საათის წინ გამოტანილი ტკიცინა ასლარიანი შეაცურა აპარატში, რომელსაც გასწორება აღარ სჭირდებოდა, დააყენა ბეთი 10 ლარიანზე, გაიხედ-გამოიხედა, "გია და თქვენ მოგი**ანთ ბიზნესებიო" - უკვე კახურად გაიფიქრა, ძლიერად დაარტყა სპინის ღილაკს ხელი და კვლავ - შვიდიანები, ფოთოლი, ფოთოლი, ფოთოლი, შვიდიანები! 

 

ისევ პირველივე სპინზე! პირველივეზე! ოღონდ ამჯერად მოგება 30,000 ლარს შეადგენდა და გარშემო მყოფი ხალხის შეძახილების ნაცვლად დარბაზში სრული სიჩუმე იდგა. პუბლიკა გაოცებული უყურებდა ფულსქრინმენს, რომელმაც ოპერატორს თვალებით ანიშნა მომიხსენიო და ორი წუთის შემდეგ გაუჩინარდა. 

 

გაგრძელება იქნება...

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ