სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მწერალი ქალი, რომელიც მილიონით დააჯილდოვეს, სამი მამაკაცი აღმოჩნდა

მწერალი ქალი, რომელიც მილიონით დააჯილდოვეს, სამი მამაკაცი აღმოჩნდა

ესპანეთში ლიტერატურული პრემია, Premio Planeta de Novela ერთმა ქალბატონმა მოიგო, რომელიც კარმენ მოლას სახელით წერდა თრილერის ჟანრის ნაწარმოებებს.

 

ჯილდო მილიონ ევროს შეადგენდა და დასაჩუქრების ცერემონიაზე სამი შვილის დედის მაგივრად სამი მამაკაცი წარსდგა. საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში არ არსებობს ქალბატონი კარმენ მოლა, მის ნაწარმოებებს ერთბაშად 3 კაცი, აუგუსტინ მარტინეზი, ხორხე დიაზი და ანტონიო მერცერო წერდნენ.

 

პუბლიკა კარმენ მოლას წლების განმავლობაში იცნობდა, როგორც უნივერსიტეტის ლექტორსა და 3 შვილის დედას, რომელიც ფსევდონიმს იმისათვის იყენებდა, რომ ოჯახთან ერთად მშვიდად ეცხოვრა. კარმენ მოლას სხვადასხვა ჟურნალებისთვის ინტერვიუებიც კი აქვს მიცემული.

 

"კარმენ მოლა, როგორც აქამდე ვიტყუებოდით, უნივერსიტეტის ლექტორი სულაც არაა. ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებმაც 4 წლის წინ გადავწყვიტეთ, ჩვენი ნიჭი ამბების მოსაყოლად გაგვეერთიანებინა" - ამბობს ხორხე დიასი.

 

"არ ვიცი, ქალის ფსევდონიმით უფრო მეტი წიგნი გაიყიდებოდა, თუ კაცის ფსევდონიმით. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მეეჭვება. ჩვენ ქალის მიღმა არ დავმალულრვართ, ჩვენ უბრალოდ სახელს ამოვეფარეთ" - ანტონიო მერცერომ.

 

მომხდარმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მაგალითად, მამაკაცთა სამეული ესპანელმა ქალთა უფლებათა დამცველმა ბეატრის ხიმენომ გააკრიტიკა.

 

"ქალის ფსევდონიმის გამოყენების გარდა, ეს კაცები წლების განმავლობაში ჟურნალებს ინტერვიუებს აძლევდნენ. ეს მხოლოდ სახელი კი არა, ეს ყალბი პროფილია, რომელსაც ისინი მკითხველებისა და ჟურნალისტების ყურადღების მისაპყრობად იყენებდნენ. ისინი თაღლითები არიან" - განაცხადა ბეატრის ხიმენომ.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ