ლოტომ კიდევ ერთი იღბლიანი ქართველი გააბედნიერა. ლიანა ჩადუნელმა 3 ლარად ნაყიდი “ოქროს ბურთის’’ სამი ბილეთით 109 650 ლარი მოიგო.
ქალბატონი ლიანა ლატარიის დიდი მოყვარულია და ხშირადაც თამაშობს. მას რამდენჯერმე მოუგია პატარა თანხა, თუმცა 19 ოქტომბერს ძალიან გაბედნიერდა.
ლიანა ჩადუნელმა გადასავლელ ხიდთან მდებარე ფოსტის ჯიხურში ლატარიის სამი ბილეთი შეიძინა, თუმცა იმდღევანდელი გათამაშებისთვის არ უყურებია.
“დილით გადავამოწმე ჩემი ბილეთი, ჯერ ვერ დავიჯერე, ხან ბილეთს ვუყურებდი ხან კიდევ ლატარიის საიტზე შედეგებს, შემდეგ ჩემს დას დავურეკე სასწრაფოდ სახლში მოსვლა ვთხოვე, ჩემმა დამაც რომ გადაამოწმა ბილეთი, მითხრა მგონი მართლა დიდ თანხა მოიგეო, შემდეგ კომპანიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ და იქ უკვე ელოდნენ ჩვენს ზარს, მოგებაც მომილოცეს. უზომოდ ბედნიერი ვარ, ძალიან გამიმართლა და ყველას ამ სიხარულის განცდას ვუსურვებ’’ - ამბობს გამარჯვებული ლიანა ჩადუნელი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ