სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ბაღლინჯოს ნაკბენის გამო ქალბატონი MGM-ს მილიონებს ედავება

ბაღლინჯოს ნაკბენის გამო ქალბატონი MGM-ს მილიონებს ედავება

2018 წელს მემფისიდან ვეგასში ჩასული ქალბატონი, გლორია ვაშინგტონი MGM Grand-ის კაზინოსა და სასტუმროში ერთობოდა და ჰელოუინისთვის ემზადებოდა. 

 

უიქენდის პირველ ღამეს, როდესაც უკვე მოილია მან ყველა აპარატი თუ სათამაშო მაგიდა, ავიდა თავის ნომერში და გემრიელად დაიძინა. დილით გაღვიძებულს კი კანი საშინლად ეფხანებოდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაღლინჯოებს (cimex lectularius) დაუკბენიათ ქალბატონი გლორია. 

 

მას შემდგომ მიმდინარეობს სასამართლო გლორია ვაშინგტონსა და MGM Grand-ს შორის. გლორია 3 მილიონ დოლარს ედავება.

 

დაზარალებული აცხადებს, რომ პირველივე დილას მისი სხეული სავსე იყო ნაკბენებით ფეხებზე, ხელებზე, მთელ ტანზე. ყველაფერი კი მომსახურე პერსონალის დაუდევრობის ბრალია, რომლებმაც არ გამოცვალეს თეთრეული და ძველ ლოგინში ბაღლინჯოებს დააკბენინეს სტუმარი.

 

ექიმებმა დაადასტურეს გლორიას ნათქვამი, ყველა სიმპტომი მის სიმართლეს უსვამს ხაზს. 

 

მისის ვაშინგტონი 500,000 დოლარს ითხოვს რეალურ მკურნალობაში, ხოლო 2,500,000 დოლარი კი მას სჭირდება მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

 

ვნახოთ რა იქნება.

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ