ლას ვეგასი ახალი წლისთვის ემზადება და პირდაპირ რომ ვთქვათ, სიგიჟეებს გვპირდება. ცოდვების ქალაქში გამოცხადებული იყო კონკურსი, თუ რომელ კაზინოში ჩაატარებდა ადელი საახალწლო კონცერტებს.
საბოლოოდ ლეგენდარულმა Caesars Palace-მა მოიგო ადელის კონცერტები. ექსპერტებმა კი თავის მხრივ დასვეს ბილეთის ფასი, რაც ფანტასტიკის სფეროდან მოგვეჩვენება ჩვენ, მოკვდავებს. წარმოიდგინეთ, ერთი ბილეთი 35,000 დოლარი ეღირება.
Caesars Palace-მა და ადელმა 4 თვიანი კონტრაქტი გააფორმეს, სადაც წერია რომ მუსიკის სიმბოლომ, იანვრიდან კვირაში ერთი კონცერთი უნდა გამართოს კაზინოს კოლიზეუმში.
სამწუხაროდ კონტრაქტის მეტი დეტალი არ გახმაურებულა და არ ვიცით თუ რამდენ ფულს იღებს ადელი 4 თვიან მარათონში. სავარაუდოდ ძალიან ბევრს
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ