სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვინ არის პენალტების საუკეთესო შემსრულებელი პრემიერ-ლიგის ისტორიაში?

ვინ არის პენალტების საუკეთესო შემსრულებელი პრემიერ-ლიგის ისტორიაში?

პენალტები ფეხბურთში ალბათ ყველაზე საკამათო თემაა. VAR-ის შემდეგ ასე თუ ისე დარეგულირდა თამაშგარეს წესი, თუმცა აი, თერთმეტმეტრიანები ყოველთვის განხილვის საგანია გულშემატკივრებში.

 

ფეხბურთის ისტორიაში უამრავი საეჭვო პენალტი გვახსოვს, დანიშნულიც და არდანიშნულიც. ამიტომ დღეს ერთ პატარა სტატიას დავუთმობთ თერთმეტმეტრიანებს, რადგან მატჩის მიმდინარეობისას ალბათ ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. ლოცულობს როგორც ერთი მხარე, ასევე მეორე. შენი საყვარელი გუნდის მეკარის მიერ მოგერიებული პენალტი ხომ გოლის ტოლფასია.

 

ინგლისის პრემიერ-ლიგაში ყველაფერს ითვლიან, ნებისმიერ სტატისტიკას. ჩვენც შემოგთავაზებთ თუ ვინ არის პენალტების საუკეთესო შემსრულებელი მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ლიგაში.

 

  • მეტ ლე ტისიე 24/25 (96%)
  • ტიერი ანრი 23/25 (92%)
  • ლეიტონ ბეინსი 20/22 (90.9%)
  • მარკ ნობლი 27/31 (90%)
  • ჟორჟინიო 15/17 (88.2%)
  • ბრუნო ფერნანდეში 13/15 (86.17%)

 

აქვე შემოგთავაზებთ წლევანდელი სეზონის, ტოპ 5 ჩემპიონატის სტატისტიკას.

 

პროცენტულად რომელ ლიგაში გადის პენალტები:

 

  • 92.3% - Ligue 1
  • 85.4% - Premier League 
  • 83.8% - Serie A 
  • 76.4% - La Liga 
  • 75.0% - Bundesliga

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ