სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კრიკეტის მოთამაშეს სკანდალური ვიდეოთი აშანტაჟებდნენ და მატჩების ჩაწყობას აძალებდნენ

კრიკეტის მოთამაშეს სკანდალური ვიდეოთი აშანტაჟებდნენ და მატჩების ჩაწყობას აძალებდნენ

ზიმბაბუეს კრიკეტის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, 35 წლის ბრენდან ტეილორს ინდური სინდიკატი სკანდალური ვიდეოთი აშანტაჟებდა და აიძულებდა მატჩების ჩაწყობას.

 

ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როდესაც ტეილორი ზიმბაბუეს კორუმპირებულ ქვეყანაში ხელფასს ვერ იღებდა და ეკონომიკურად ბანკროტი იყო. ცნობილ სპორტსმენზე ეს ინფორმაცია კრიკეტის სამყაროში ყველას ჰქონდა და ხმა ინდურ მაფიამდეც მივიდა.

 

კრიკეტის მოთამაშე იხსენებს, რომ ერთ დღესაც ინდოეთიდან ვინმე ბიზნესმენმა დაურეკა და სპონსორობა შესთავაზა, თუ ის მომდევნო დღეებში ინდოეთში მასთან შესახვედრად და წინადადების მოსასმენად გაემგზავრებოდა 15,000 დოლარს მიიღებდა.

 

ბრენდან ტეილორს სხვა გზა არ ჰქონდა და ბიზნესმენებთან შესახვედრად გაფრინდა. პირველ შეხვედრაზე გაურკვეველი გზით გამდიდრებულმა ინდოელმა ნდობის მოსაპოვებლად პირდაპირ გადასცა 15,000 დოლარი და გულთბილი დახვედრაც მოუწყო. შემდეგ დაპატიჯა ცნობილი ადამიანების და მილიონერების წვეულებაზე, სადაც თითქმის ყველა ნარკოტიკს მოიხმარდა და ბრენდან ტეილორიც შეაცდინეს კოკაინით.

 

მეორე დღეს სპორტსმენის სასტუმროს ნომერში ექვსი ადამიანი შეიჭრა, რომლებსაც ტეილორის ვიდეო-მასალ ჰქონდათ, თუ როგორ იყნოსავდა წვეულებაზე კოკაინს კრიკეტის მოთამაშე და დაიწყო შანტაჟი. 

 

სინდიკატის წევრები პირდაპირ ეუბნებოდნენ ბრენდან ტეილორს, რომ თუ ის მოედანზე იმას არ გააკეთებდა, რასაც ეტყოდნენ, ვიდეო აუცილებლად გავრცელდებოდა ინტერნეტში და მისი კარიერაც დამთავრდებოდა.

 

ტეილორი იხსენებს, რომ ძალიან შეშინებული იყო. თუმცა უმალ მოიფიქრა გამოსავალი. ბრენდანმა კუთვნილი 15,000 დოლარი აიღო, გამოფრინდა ზიმბაბუეში და საჯაროდ აღიარა მომხდარი: 

 

“ინდური სინდიკატი მაშანტაჟებდა ვიდეოთი, მათ სურდათ, რომ კრიკეტის მატჩები ჩამეწყო, თუმცა მსგავსი არასდროს მიკადრებია. მირჩევნია ვიდეო გავრცელდეს, ვიდრე ეს გავაკეთო”

 

ბრენდან ტეილორს ინდოელებისგან ნაჩუქარი 15,000 დოლარი შერჩა, ხოლო სპორტული კარიერა გასულ წელს დაამთავრა.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ