სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ყველაზე უცნაური გოლი FA თასის ისტორიაში (ვიდეო)

ყველაზე უცნაური გოლი FA თასის ისტორიაში (ვიდეო)

შაბათ-კვირას ფეხბურთის შიდა ჩემპიონატების გარდა ინგლისში FA თასის შეხვედრებიც გაიმართა. 

 

ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება ლონდონში ჩატარდა, სადაც კრისტალ პალასმა 4-0 გაანადგურა ლამპარდის ევერტონი. პატრიკ ვიერას გუნდი ნახევარფინალში ჩელსის შეხვდება.

 

თუმცა სანამ ჩელსისთან დერბიზე ვისაუბრებთ იქამდე აუცილებლად უნდა ნახოთ ვილფრიდ ზაჰას ანომალიური გოლი, რომელიც ცხოვრებაში ან ერთხელ გადის ან არასდროს.

 

მატჩის 79-ზე წუთზე, როდესაც პალასი უკვე 2-0-ს იგებდა, ლონდონელებმა ბურთი ოლისემდე მიიტანეს, რომელსაც მშვენიერი შანსი შეექმნა, მაგრამ დარტყმის შემდეგ ბურთი ისე აეჭრა, რომ გაურკვეველი ტრაექტორიით, რაღაცნაირად ზაჰამდე მივიდა და ვილფრიდმა უკვე ცარიელ კარში შეაგორა.

 

ეს კი ვიდეო. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ