სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

NFL-ის ფეხბურთელმა თავის გუნდზე 6 ბილეთი დაწერა და ექვსივე წააგო

NFL-ის ფეხბურთელმა თავის გუნდზე 6 ბილეთი დაწერა და ექვსივე წააგო

როგორც ირკვევა, ატლანტა ფალკონსის ფეხბურთელს, კელვინ რაიდლის ძალიან უყვარს სპორტში ბილეთების დაწერა. 

 

თუმცა აქ არც შეთქმულებასთან გვაქვს საქმე და არც რაიმე ჩაწყობასთან, რადგან კელვინმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე აღიარა, რომ მას უბრალოდ უყვარს თამაში როგორც მოედანზე ისე მის გარეთაც.

 

როდესაც ფეხბურთელის ბილეთები გასაჯაროვდა, ყველამ დავიჯერეთ, რომ უბრალოდ უყვარს თამაში რაიდლის, რადგან თითო ბილეთში 3, 5 და 11 სხვადასხვა პოზიციაც კი ჰქონდა გადაბმული. სავარაუდოდ ისიც ისეთივე მოთამაშეა, როგორებიც ჩვენ - “ქელეხის სიის” შედგენისას. 

 

კელვინ რაიდლიმ ერთ ბილეთში 482 კოეფიციენტი გამოიყვანა, რაზეც 300 დოლარი დადო და გამწვანების შემთხვევაში 144,000 დოლარს იგებდა, თუმცა, რაც არ უნდა კომიკურად ჟღერდეს, თავისმა გუნდმა წააგებინა. 

 

ამ სეზონში, ჯამში კელვინ რაიდლიმ 6 ბილეთი დაწერა, ექვსივეში გაურია თავისი გუნდის თამაშიდან პოზიცია და ყველა მათგანი ააცილა.

 

სამწუხაროა, მაგრამ 2023 წლის 15 თებერვლამდე NFL-მა კელვინს თამაში საფეხბურთო მოედანზეც აუკრძალა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ