სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლუის სუარესი ზომბებმა ქორწილში დაპატიჟეს

ლუის სუარესი ზომბებმა ქორწილში დაპატიჟეს

ფენომენალური თავდამსხმელის, ლუის სუარესის გარეშე ფეხბურთი ალბათ ისეთივე პოპულარული არ იქნებოდა, რადგან ურუგვაელი 9 ნომერი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო უცნაური გამოხტომებით.

 

ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ შედარებით ძველია, თუმცა მაინც ღირს გასახსენებლად.

 

2013 წელს ლივერპულში მდებარე ვიდეო თამაშების კომპანიამ, Deep Silver-მა ლუის სუარესი ზომბების ქორწილში ორი მიზეზის გამო დაპატიჟა. ერთი ყველასათვის ცნობილი ფაქტია, თუ როგორ უკბინა სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს, ხოლო მეორე კი ის არის, რომ 2013 წელს ურუგვაელი სუპერ პოპულარობით სარგებლობდა არამხოლოდ ქალაქ ლივერპულში, არამედ მთელ მსოფლიოში.

 

იმ დროს კომპანია ზომბებზე თამაშს ქმნიდა და მუშაობის პერიოდში მათი ორი თანამშრომლის, ჯენიფერ ჯონსის და რობ ბლექმორის ქორწილი დაემთხვა. წყვილმა გადაწყვიტა, რომ ქორწილი თემატურად, ზომბი-ელემენტებით გაეფორმებინათ და სპეციალური დრესკოდიც დააწესეს. Deep Silver-ის მფლობელებს იდეა ძალიან მოეწონათ და ხარჯები თავიანთ თავზე აიღეს.

 

“გვესმის იმ ხალხის ვისაც კბენა უყვარს, ამიტომ ძალიან მოხარული ვიქნებით თუ ლუის სუარესი მიიღებს ჩვენს მოწვევას და გვესტუმრება ქორწილში” - Deep Silver-ის მარკეტინგის მენეჯერი, მარკ ფიშერი.

 

ერთი წლის შემდეგ სუარესმა 2014 წლის მუნდიალზე იტალიელი ჯორჯო კიელინი დაკბინა. ურუგვაელი იმავე წელს ლივერპულიდან ბარსელონაში გადავიდა, თუმცა გამოცხადებული ნდობის მიუხედავად, კატალონიელებმა კონტრაქტში ჩაუდეს პუნქტი, რომ სუარესი მოედანზე აღარავის უკბენდა.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ