ლოს ანჯელესში მცხოვრებ კევინ პრინსს კერძო სახლის ეზოში კამერა ჰქონდა დაყენებული, მაგრამ არა იმისთვის, რომ მთიდან ჩამოპარული ლომი გადაეღო.
კევინმა მის მეგობარს უთხრა, რომ ყოველდღე ეზოდან ან სახლიდან ნივთები იკარგებოდა და სურდა ქურდის გამოჭერა. მეგობარმა კი დაცინვით უპასუხა, რომ ასეთ უბანში ქურდი არ არსებობდა.
კევინ პრინსმა, რომელიც ნიუ იორკელია და დროებით ელეიში ცხოვრობს, მაინც დააყენა კამერები და ჩაუსაფრდა მძარცველს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მისმა კამერამ მთის ლომი დააფიქსირა.
“ნიუ იორკელი ვარ, დროებით ვცხოვრობ ლოს ანჯელესში. ყველამ იცით ალბათ ნიუ იორკის და ვირთხების პრობლემა, ყოველთვის ვუგებ მღრღნელებს ხაფანგებს, მაგრამ ლოს ანჯელესში თუ მთის ლომისთვის დამჭირდებოდა რაიმეს დაგება, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი” - კევინ პრინსი
როგორც ბოლოს გაირკვა, კევინი დაენიძლავა მეგობარს, რომ ეზოში ვინმე უცხოს აღმოაჩენდა. მართალია ქურდი ვერ გამოიჭირეს, მაგრამ ლომიც ითვლება სანაძლეოს პირობაში, რადგან “ვინმე უცხო” ნამდვილად დააფიქსირა კამერამ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ