სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ცნობილია

28 მაისს სეზონის დასკვნითი ნაწილი პარიზში გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპული მადრიდის რეალს დაუპირისპირდება და ფავორიტიც უკვე ცნობილია.

 

მადრიდის რეალმა ფინალამდე საოცარი გზა გაიარა. ფლეიოფებში ესპანალებმა გააგდეს ტურნირის სამი მთავარი ფავორიტი - პსჟ, ჩელსი და მანჩესტერ სიტი. 

 

ლივერპულს კი შედარებით იოლი გზა შეხვდა, რადგან მათი მეტოქეები ევროპა ლიგის ფლეიოფს უფრო დაამშვენებდნენ ვიდრე ჩემპიონთა ლიგას. კლოპის გუნდმა ფინალამდე ინტერის, ბენფიკას და ვილიარეალის ბარიერი დაძლია. 

 

მადრიდის რეალი ლა ლიგის ჩემპიონი უკვე გახდა რამდეინმე ტურით ადრე, მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად ფავორიტად მაინც ინგლისელები მიაჩნიათ.

 

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

 

  • ლივერპული - 1.50
  • რეალი - 2.25

 

მოგეხსენებათ, რომ რეალი და ლივერპული ერთმანეთს 2018 წლის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს, რომელიც კიევში გაიმართა. ესპანელებმა 3-1 მოიგეს და მეცამეტედ დაეუფლნენ ლიგის თასს. იმ ფინალში გვახსოვს მო სალაჰის და სერხიო რამოსის ჭიდაობა, როდესაც რამოსმა ძიუდოს ილეთით დააგდო ეგვიპტელი ბალახზე და ტრავმიანი გაუშვა გასახდელში. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა სალაჰის ფარული მუქარა, რომელსაც ძალიან უნდოდა რეალთან რევანში. ვნახოთ ვინ მოიგებს.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ