ჩრდილოეთ კაროლინელმა 37 წლის იამირ ბრაიანტმა გადასაფხეკ ბილეთში 1 მილიონი დოლარი მოიგო.
გამარჯვებული ძალიან სასაცილო რამეს ამბობს. მისი თქმით, ცოლისთვის რომ არ ეღალატა ჯეკპოტს ვერ მოიგებდა. საქმე რაშია.
ბრაიანტს ძალიან უყვარს თამაში და ყოველ დილა თავისი უბნის ჯიხურში ყიდულობს ერთ გადასაფხეკ ბილეთს იმის იმედით, რომ ერთ დღესაც ჯეკპოტი დაეცემა.
ერთ ჩვეულებრივ დილას იამირ ბრაიანტმა სამსახურში გაიცნო გოგო, რომლებიც საღამოს შეხვედრაზე შეთანხმდნენ. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა იამირმა ცოლი მოატყუა, რომ მეგობარს უნდა შეხვედროდა ბარში საღამოს 8 საათზე. სახლიდან გასულმა კი კვლავ შეავლო თვალი თავისი უბნის ჯიხურს, რომელიც უკვე დაკეტილი იყო და სხვაგან ყიდვა გადაწყვიტა.
ბრაიანტი იმდენად აზარტული ადამიანია, რომ სახლიდან გასული აუცილებლად ყიდულობს გადასაფხეკ ბილეთს.
დაახლოებით 19:45 საათი იყო, როდესაც იამირმა ბართან ახლოს ლოტოს ჯიხური შენიშნა, მივიდა, იყიდა ბილეთი, გადაფხიკა და მილიონი დოლარი მოიგო!
“ცოლისთვის რომ არ მეღალატა მილიონ დოლარს ვერ მოვიგებდი. ბართან ადრე მივედი და დავინახე ლოტოს ჯიხური, სადაც ვიყიდე გადასფხეკი ბილეთი და მილიონი მოვიგე. ეგრევე სახლში წამოვედი, ის გოგო აღარც გამხსენებია. პირველ რიგში ცოლს ავუხსნი, რომ გავიფიქრე ღალატი და რეალურად იქამდე არ მისულა საქმე, უბრალოდ ბარში ვაპირებდით დალევას მე და ის გოგო. როცა შემოვირიგებ დასასვენებლად წავალთ ორი თვე” - იამირ ბრაიანტი კომპანიასთან ინტერვიუში
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ