იამაიკელმა მოთამაშემ ლოტოში 301,500,000 დოლარი მოიგო, მაგრამ ჩათვალა, რომ თანხა საკმარისი არაა სხვებისთვის გასანაწილებლად.
ანონიმურმა მოთამაშემ, რომელიც ფულის ასაღებად მარველის შავი პანტერის კოსტუმით მივიდა, მხოლოდ არჩეული რიცხვები გაგვიზიარა, რომლებიცაა: 3, 14, 25, 33 და 35. სწორედ ამ კომბინაციით მოიგო იამაიკელმა იღბლიანმა ლამის ნახევარი მილიარდი დოლარი.
“ძალიან დიდი თანხა მოვიგე, მაგრამ არ მსურს ვინაობის გამხელა. 301 მილიონი დოლარი ჭკვიანურად მოქცევასაც მოითხოვს. მე რომ ნიღაბი მოვიხსნა ფულის მთხოვნელების რიგი დამიდგება, ალბათ მთელი იამაიკა. ახლო ნათესავებს ვეტყვი, მაგრამ გავაფრთხილებ, რომ არ წამოცდეთ ჩემი ვინაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დაისჯება და ჩემგან კაპიკსაც ვეღარ მიიღებს” - ანონიმური გამარჯვებული ინტერვიუში.
ახალი მილიონერი ამბობს, რომ ფულს ჭკვიანურად დახარჯავს და არ დაიწყებს უაზროდ ფლანგვას:
“ზოგს ჰგონია, რომ 300 მილიონი დოლარის დახარჯვა შეუძლებელია, თუმცა ბევრი სულელი მინახავს, რომელიც უკაპიკოდ დარჩენილა. რა თქმა უნდა, დიდ სახლს ვიყიდი და მეფესავით ვიცხოვრებ, ოღონდ ფინანსისტსაც ვკითხავ რჩევებს. ფულის ჭკვიანურად დაბანდებაც მინდა”
გამარჯვებულმა ფული ერთიანად მოხსნა მეტსახელით - ჯი სამუელსი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ