გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის სლოვანი უნგრეთში ფერენცვაროშს ესტუმრა და 2-1 მოუგო.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა, ხოლო თამაშის 70-ე წუთზე მასპინძლები წინ გავიდნენ.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა მორიგი საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა. სლოვანმა ბოლო 9 წუთში ორი უპასუხო გოლი გაუტანა ფერენცვაროშს. 81-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ ულამაზესი კომბინაცია გოლით დაასრულა, ხოლო 86-ე წუთზე სომეხმა ფეხბურთელმა, ბარსეგიანმა ჩაკვეტაძის ასისტით წინ გაიყვანა სტუმრები.
სლოვანი, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ციურიხსა და ყარაბაღს შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი აზერბაიჯანში მასპინძლებმა 3-2 მოიგეს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ