მკაცრად ბრძანა უილ ტერნერმა, კაპიტან დეივი ჯონსთან მათამაშეთო. საცეცებიანი კაცი, რა თქმა უნდა, დათანხმდა ყუმარს.
ჯონსმა ამრეზით შეხედა უილს, ჩონჩხიან ძმაკაცებს გადახედა და გულიანად გადაიხარხარა, კაპიტანს ვერც ვერავინ შებედავდა, გამოეწვია კამათელში.
მოიტანეს უძველესი დაფა, შეიძლება, წყლით გაცვეთილი, მაგრამ, ერთი შეხედვით, ძალიან ძველი.
მიუსხდნენ უილ ტერნერი და დეივი ჯონსი სათამაშო მაგიდას.
უილი თავის სულს ჩამოვიდა ფსონად.
ტერნერს სანაცვლოდ დეივი ჯონსის სკივრის გასაღები სურდა.
ამაყ კაპიტანს უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვეს! გულგატეხილმა ჯონსმა ძლივსღა ამოიღო ხმა, საიდან იცით გასაღებზეო, რაზეც მკვახე პასუხი მიიღო, ეს თამაშის წესებში არ ჯდებაო…
ტერნერს იმდენი გამბედაობა ქონდა, ცინიკურად უთხრა დეივის, თუ ვერ გაქაჩავ წადიო. ამ დროს, მოულოდნელად, უფროსმა, ბილმა ჩათხარა კამათლები, მეც ვთამაშობ კაპიტანო, თუ ჩემმა უპატრონოდ გაზრდილმა წააგო ჩემ თავზე ვიღებო, რაზეც ჯონსი ბოლომდე დაზამასკდა!
კაპიტანმა კამათელში ორივე ტერნერს დაცინა და დუბეშები დაუდო:
უფროსი ბილი (მამა ტერნერი) 100 წლით დაიტოვა სამსახურში, უმცროსს კი სამუდამოდ აუცრუა გული ზარის გაგორებაზე.
დასკვნა: თუ ატყობთ რომ შეყვარებული ხართ, არ ენდოთ ისეთ კაცს როგორიც არის ჯეკ ბეღურა.
კი, ტერნერმა მოუგო ჯონსს კამათელში. იპოვა შეყვარებულის გასაღები, რომლითაც ჯერ მამამისი სამუდამოდ დაატყვევა, შემდეგ არჩევანი გოგოსა და ბილს შორის თვითონ ვერ გააკეთა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ