მარტინ და კეი ტოტები, ალბათ ყველაზე უიღბლო წყვილია მთელ დედამიწაზე. ბრიტანელმა კაცმა ლოტოს ბილეთი იყიდა და გათამაშებას ყურადღება არ მიაქცია.
ხშირად გვინახავს, როცა ტელევიზორში, გათამაშებიდან ურეკავენ გამარჯვებულს, რომელიც ყურმილს არ იღებს.
რა მოხდა
მარტინ კეის ლატარიის ბილეთმა £3,011,065 მოიგო. თუმცა, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. 6 თვის შემდეგ, ლატარიის კომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ გათამაშებული იყო ჯეკპოტი, მაგრამ გამარჯვებული არ გამოჩენილა თანხის წასაღებად.
ბოლოს და ბოლოს მარტინის და კეის ყურამდეც მივიდა ეს ამბავი. როდესაც გააანალიზეს, რომ 3 მილიონ ფუნტზე მეტი ჰქონდათ მოგებული სიხარულისგან შოკში ჩავარდნენ, თუმცა ერთი პრობლემა იყო…
6 თვის წინ ნაყიდი ჯეკპოტიანი ლატარიის ბილეთი დაკარგეს. როდესაც კომპანიაში მივიდნენ და კუთვნილი თანხა მოითხოვეს, ოფისში მენეჯერმა ბილეთის წარდგენა მოსთხოვა მარტინს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყვილი კუთვნილ თანხას ვერ მიიღებდა.
დაკარგული ბილეთი ვერსად იპოვეს. ნახევარი წლის წინანდელი ქაღალდის ნაგლეჯი როგორ გინდა სადმე მოძებნო.
კეიმ და მარტინ ტოტებმა კომპიუტერის მეშვეობით დაამტკიცეს, რომ ნამდვილად მათი ბილეთი იყო გამარჯვებული, 3-ჯერ უჩივლეს ლატარიის კომპანიას სასამართლოში, მაგრამ სამივეჯერ წააგეს პროცესი ერთი პატარა ქაღალდის ფურცლის არქონის გამო.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ