სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ გახდა სოციალურად დაუცველი ვალიკო ბაბუ მილიონერი

როგორ გახდა სოციალურად დაუცველი ვალიკო ბაბუ მილიონერი

მილიონერი ნაპოვნია. “ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.

 

"საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ყველაზე იღბლიან ადამიანს ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.

 

 

 

 

18 იანვარს, სოციალურად დაუცველების სასადილოში ვალიკო ბაბუს შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაეშურნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. "ლოტო 6/42“-ის ბილეთი შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს - მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა. საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს: 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეებს 1 182 454 ლარი მოაგებინა

 

 

ვალიკო ბაბუას უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვს და ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. 

 

ორ ლარად შეძენილმა ბილეთმა სოციალურად დაუცველის სტატუსი კვაჭაძეების ოჯახს მილიონერების სტატუსით შეუცვალა.

 

ახალ მილიონერები პირველ რიგში, მშობლიურ დაგირავებულ ბინას გამოიხსნიან, მანქანას შეიძენენ და ბიზნესს წამოიწყებენ. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ