2019 წელს, 15 წლის ევანს ლიმფომა დაუდგინეს და ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. თუმცა შემდეგი წელი ზღაპრულად დაიწყო.
2020 წლის 3 იანვარს, წყვილმა, ჯონ და ელისონ მაკდონალდებმა 2 მილიონი ფუნტი მოიგეს Lucky Dip-ის ლატარიაში.
ცოლ-ქმრის ცხოვრება კიდევ უფრო ბედნიერი გახდა, როცა ჯეკპოტის მოგებიდან ორი დღის შემდეგ, ექიმებმა შეატყობინეს, რომ მათი 15 წლის შვილი, ევანი კიბოსგან განიკურნა.
ჯანმრთელობაზე დიდი ბედნიერება არაფერია. თუმცა, თუ ყველა საღ-სალამათია, ზედმეტი 2 მილიონი არავის აწყენს.
49 წლის ელისონ მაკდონალდმა თქვა, რომ მოგებულ თანხას შვილის გამოჯანმრთელებას მოახმარდა, მაგრამ ევანი თანხის გარეშეც, სასწაულებრივად გამოჯანსაღდა.
62 წლის ჯონ მაკდონალდი ქარხანაში დაცვის ოფიცრად მუშაობდა. კვირაში 70 საათი. მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა ამ რიცხვებმა: 13, 15, 36, 44, 50, 56.
ჯონ მაკდონალდი: “ჩვენი ყველა ოცნება ასრულდა, სულ რაღაც 3 დღეში. მთელ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი 2020 წელი ჩვენთვის დადგა, სიხარულისგან ცრემლებს ვერ ვიკავებ”.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ